ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 14:49:58
კატეგორია: საზღვაო ტრანსპორტი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მცირე საპატრულო კატარღა P-009
განაცხადის #:5171AC422
აუქციონის #: 5171
ლოტის #: 4
საქმის ნომერი: პრივატიზება
რაოდენობა: 1
შტრიხკოდი: 2000005316937
დაწყება/დასრულება: 01/12/2022 13:00 - 07/12/2022 13:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 43140.00GEL
მიმდინარე ფასი : 143800.00 GEL
საწყისი ფასი: 143800.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2876.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქალაქიფოთიქვეყანასაქართველო
განბაჟებული-ნავიგაცია-
კონდიციონერი-ტყავის სალონი-
საქმის ნომერიპრივატიზებაშტრიხ კოდი2000005316937
რაოდენობა1ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ.ფოთი, ახალი პორტის მიმდებარე ტერიტორია (საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტერიტორია)
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა35
შეფასების თანხა719000ზომის ერთეულიცალი
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიმოძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

საზღვაო სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს სანაპირო დაცვის მცირე საპატრულო კატარღას, რომელიც ნამყოფია ექსპლუატაციაში, აღჭურვილია VOLVO PENTA D12-650 დიზელის ძრავებით, საიდენტიფიკაციო #TR-ARS44CPB00908A07, გაბზარული აქვს საქარე მინა. სალონის შიდა ინტერიერის ვიზუალური დათვალიერება ვერ განხორციელდა რადგან შესასვლელი კარი ინსპექტირებისას იყო დაკეტილი. კატარღას ესაჭიროება აღდგენითი სარემონტო სამუშაოები და მოდერნიზაცია, განთავსებულია ხმელეთზე.  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 06 მაისის #002568320 სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ ,,მცირე საპატრულო კატარღა P-009-ის ძარა დამზადებულია მინაბოჭკოვანი მასალისაგან. კატარღას აღენიშნება ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში განვითარებული სხვადასხვა სახის დაზიანებები, საღებავის აშრევების, განაკაწრების და მინაბოჭკოვანი კორპუსის მცირედი ხეთქვის სახით. ასევე მცირე საპატრულო კატარღას აღენიშნება ხანგრძლივად ღია ცის ქვეშ დგომის კვლები რასაც ადასტურებს ძარაზე(ში) არსებული მტვრის და წყლის არსებობა. კატარღის ძრავის ნაკვეთურის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ იგი აღჭურვილია ორი ერთეული ძრავით. ძრავების ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ისინი კოროზირებულია, რაც მიუთითებს ძრავის სახურავების ჰერმეტულობის დარღვევაზე. ვინაიდან ექსპერტიზის ჩატარების დღეს საპატრულო კატარღა განთავსებული იყო ხმელეთზე ვერ მოხერხდა ძარის ჰერმეტულობის დადგენა. მოწოდებული ინფორმაციით მცირე საპატრულო კატარღას დაზიანებული აქვს ძრავები და სხვა ძალური აგრეგატები, საჭის მართვის მექანიზმი, ელ. სისტემები, ძრავის სახურავების ამორტიზატორები, მინამრეცხები, ინტერიერის მაკომპლექტებელი რიგი დეტალები და ა.შ. მცირე საპატრულო კატარღა P-009 წარმოდგენილი სახით ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის“. ასევე  მცირე საპატრულო კატარღა P-009 სიგრძეა - 13,35 მ; სიგანე - 4,2 მ; წყალწყვა  - 12-13 ტონა(სავსე) 9-10 ტონა(ცარიელი); სიჩქარე - 42 კვანძი; ცურვის სიშორე - 40 კვანძით 375 მილი; საწვავის ტევადობა - 1500 ლიტრი; წყლის ავზის ტევადობა - 140 ლიტრი; ფეკალური მასების ავზის ტევადობა - 130 ლიტრი; ზეთის ტევადობა - 88 ლ(თითო 44ლ); 24 V-იანი ელექტრო სისტემა; ორი მთავარი ძრავა - VOLVO PENTA D12-650; საწვავის ხარჯვის ნორმა ერთ ძრავზე: მინიმალური - 60 ლ, საშუალო - 100 ლ, მაქსიმალური - 130 ლ; ზეთის შეცვლა ყოველ 100-150 სთ.

საზღვაო  სატრანსპორტო   საშუალება შესაძლოა   საჭიროებდეს  რეგისტრაციას  შესაბამის სამსახურში.

ელექტრონულ აუქციონზე (ინტერნეტ-აუქციონი) გატანილ ქონებას არ მოყვება გარანტია.

ყურადღება! 


ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან/და ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან/და eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ცხელ ხაზზე: 1420 ან  სააგენტოს სერვის ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; 

ქ. თბილისი, გაბაშვილის ქუჩა N71, მუხიანის დასახლება, სასაწყობე მეურნეობა (ბაზა #2); 

ქ. ახალციხე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ბაზა; 

ქ. სამტრედია, აღმაშენებლის გამზ. მე – 6ჩიხი.

მოკლე აღწერილობა
პირობა

ყურადღება! უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის ანგარიშზე ასახვა აუცილებელია გადამოწმდეს სააგენტოში. ცხელი ხაზი: 1420.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების საპრივატიზებო  საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.
 
აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საპრივატიზებო  ქონების გატანა - ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. 

ქონების დათვალიერება შესაძლებელია:  სამუშაო დღეებში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო”-სთან შეთანხმებით.

მოგებული ქონების გაცემა იწარმოებს სამუშაო დღეებში, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო”-სთან შეთანხმებით. 

ქონების დათვალიერებისა და გატანის პროცესში, დაინტერესებული პირი ვალდებულია დაიცვას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესები.

;