ამობეჭდვის თარიღი: 03.05.2025 18:04:22
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქობულეთის მუნიციპალიტეტი
განაცხადის #:37984CZV82409822
აუქციონის #: 37984
ლოტის #: 824098
დაწყება/დასრულება: 20/09/2022 16:00 - 30/09/2022 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 50000GEL
დასრულების დრო: 30.09.2022 16:00:00
გაყიდვის ფასი : 462800.0000 GEL
საწყისი ფასი: 460800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თვითმმართველი თემი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქობულეთის რაიონში / დ აღმაშენებლის ქ 141
ტელეფონი: -0426267241
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქუჩა N13კონდიციონერი-
ბრძანების ნომერიბ114.1142225610, 13.09.2022წ.მიწის ფართობი(მ²)1024
შენობის ფართობი(მ²)1177საკადასტრო კოდი20.42.06.241
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-ავეჯი-
ქვეყანასაქართველოაივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-გათბობა-
სათავსო-გადახდის პერიოდი80
ტელეფონის ნომერი599856302 ლაშა ანანიძე
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N13-ში მდებარე 1024,0 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 1177,0 კვ.მ შენობა-ნაგებობის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება.


პირობა

1. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხის გადახდა მოახდინოს 2022 წლის 20 დეკემბრამდე;

2. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს საგარანტიო თანხის წარმოდგენა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საინვესტიციო ღირებულების 10 %, რომლის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 37 (ოცდაჩვიდმეტი) თვეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან.

3. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში ასაშენებელი შენობის ვიზუალის შეთანხმება;

4. ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში სამშენებლო ნებართვის აღება;

5. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან  36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში არსებული შენობის ნაცვლად უზრუნველყოს მრავალფუნქციური ობიექტის ექსპლუატაცია;

6. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში არანაკლებ 1 (ერთი) მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება;

7. ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების დაწყება (არანაკლებ 20% მთლიანი ობიექტის)

8. სამედიცინო დაწესებულების პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 10 (ათი) წელი

9. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ადამიანის დასაქმება - პროფილის შენარჩუნების ვადით.

10.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მითითებულ შენობა-ნაგებობებში ან/და შენობა-ნაგებობაში არანაკლებ ჯამურად დახარჯოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარის სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად

11მთლიანი მიწის ნაკვეთის ნაწილ ფართობზე (136,65 კვ.მ) შენარჩუნებული უნდა იქნას სერვიტუტის უფლება.

12აუქციონში გამარჯვებულმა უზრუნველყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა საკუთრებაში გადაცემულ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ.

13. აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულსა და გამყიდველს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების თარიღი, თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

14. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღირებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეობის მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააუქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

15. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;