ამობეჭდვის თარიღი: 28.03.2024 21:14:35
კატეგორია: სხვა სახის შენობა–ნაგებობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სოფელ უნწაში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა ნაგებობით
განაცხადის #:76452JBP79536922
აუქციონის #: 76452
ლოტის #: 795369
დაწყება/დასრულება: 09/06/2022 16:00 - 25/06/2022 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3798GEL
მიმდინარე ფასი : 18990 GEL
საწყისი ფასი: 18990 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2849 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ადიგენის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ადიგენის რაიონი / თამარ მეფის ქ. #5
ტელეფონი: 971-322291308
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი უნწაკონდიციონერი-
მიწის ფართობი(მ²)149შენობის ფართობი(მ²)121
საკადასტრო კოდი61.10.23.013Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ავეჯი-აივანი-
ქვეყანასაქართველოლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-სათავსო-
გადახდის პერიოდი15ტელეფონის ნომერი591918882; 574008857
;
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში გამოცხადდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, თუ მყიდველი თანხას სრულად გადაიხდის გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარულ დღეზე ადრე და ასახვა მოხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის საბიუჯეტო ანგარიშზე, ამ შემთხვევაში მოხდება ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების მოწმობის გაფორმება ვადაზე ადრე.

ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა  უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

ა) საბოლოო ნასყიდობის ფასის 100% გადახდა უნდა განხორციელდეს გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან  15 კალენდარულ დღეში;

ბ) თანხის სრულად გადახდის შემდეგ მოხდება აუქციონის ხელშეკრულების გაფორმება და საკუთრების მოწმობის გაცემა;

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი „ბე“/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშწორებისას.

 

 

 

მოკლე აღწერილობასაპრივატიზაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ავარიულ შენობას.
პირობა

 ინფორმაცია  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული

ქონების უპირობო განმეორებით ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების

შესახებ

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ უნწაში  მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთვსებული შენობა ნაგებობის ს/კ 61.10.23.013 პრივატიზებისათვის.

 

·         შენობა კატეგორია: არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა (ორი სართული, არასაცხოვრებელი ფართი);

·         უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ს/კ 61.10.23.013;

·         უძრავი ქონების პრივატიზაციის  (საკუთრებაში გადაცემა) ფორმა: უპირობო ელექტრონული აუქციონი;

·         უძრავი ქონების სტატუსი:  არასაცხოვრებელი ფართი;

·         საწყისი საპრივატიზაციო საფასური: 18990 (თვრამეტიათასცხრაასოთხმოცდაათი) ლარი;

·          ბე/ საგარანტიო თანხა: 3798 (სამიათასშვიდასოთხმოცდათვრამეტი) ლარი;.

·         ვაჭრობის ბიჯი: 2849 (ორიათასრვაასორმოცდაცხრა) ლარი;

·         იმ შემთხვევაში თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი „ბე“-ს ნაცვლად წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების საბოლოო ღირებულების სრულად გადახდის ვადას.

·         აუქციონში გამარჯვების პირობა: მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზაციო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება პრივატიზირებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემოთავაზებულ მონაწილეზე).

·         სააუქციონო პირობები:

§  აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;

§  ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე:www.eauction.ge

§  აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დაათვალიეროს საპრივატიზაციო ობიექტი.

§  დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს ადიგენის მუნიციპალიტეტის  ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურს  (მის: დ. ადიგენი თამარ მეფის ქN5  საკონტაქტო ტელეფონი; 574 00 88 57 ;საკონტაქტო პირი  (ვაჟა გუტაშვილი)

 

აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონის ჩატარების წესი

(შედგენილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესების“ შესაბამისად (22.07.2015წ მდგომარეობით)

.

1.     ელექტრონულაუქციონში მონაწილეობის პირობები

1.1  ელექტრონული აუქციონის ფორმით ადიგენის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა) შემძენი შეიძლება იყოს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული  პირი  ან ისეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთის პრივატიზებისას კანონით განსაზღვრული პირი.

1.2   ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების/საკუთრებაში არსებული აქციების და წილების სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები  შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.

1.3  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) ვებგვერდზე wwweauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები).

ბ)რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება.

გ)პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა.

დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე „ინტერნეტბანკინგის“, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, „ბე“-ს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება   (ელეტქრონულად). აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, „ბე“ უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარმოადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) თითეული ქონებისთვის ცალ-ცალკე.

1.4  .ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება, უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია „1.3“  პუნქტის მოთხოვნები.

2.     ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი    

2.1  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, რომელიც აკმაყოფილებს „1.3“ პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, საწყის საპრივატიზაციო საფასურზე  ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის სტატუსს.

2.2  ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

2.3  ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

2.4  ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მის შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.

2.5  ელექტრონულ აუქციონში მონაწილე  პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზაციო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყისს საპრივატიზაციო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად (სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულად) აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

2.6   თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე  (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დროს გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითების მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნა შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.

2.7  ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით (მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), გაეგზავნებათ იმფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

2.8  ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს „ბე“/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. „ბე“ აუქციონში დამარცხებულს უბრუნდება მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, ხოლო საბანკო გარანტია დამარცხებულს უბრუნდება მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2.9  თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არა არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2.10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა)ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ)ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

2.11.  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესებით“ განსაზღვრული წესი და პირობები.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1 აუქციონატორი (მუნიციპალიტეტი) უფლებამოსილია:

ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობები ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემების, რაიმე შეცდომის, უზრუნველყოფის, მომხმარებლის მხრიდან უკანონოდ მოქმედების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდზე ან აუქციონატორს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;

დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.

3.2.  აუქციონის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მომართვის საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.

3.3  აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში-საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).

3.4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია:

ა) შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

3.5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:

ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;

ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.

 4. ანგარიშსწორება

4.1 მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე „ბე“-ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი  ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელი საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შეუძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

4.2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე „ბე“-ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის  (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის ნომრ(ებ)ის მითითებით.

4.3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე „ბე“-ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების  სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებით.

4.4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

5. გარიგების გაფორმება და ქონების მიღების პასუხისმგებლობა

        აუქციონში გამარჯვებულთან  გარიგების გაფორმების წესი, ქონების მიღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესით“.

 

;