ამობეჭდვის თარიღი: 06.05.2025 12:22:16
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 6503 კვ.მ ; ს/კ N32.02.56.015
განაცხადის #:107FJX122
აუქციონის #: 107
ლოტის #: 1
რაოდენობა: 1.
დაწყება/დასრულება: 25/03/2022 15:00 - 08/04/2022 12:10
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 221 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 5GEL
დასრულების დრო: 08.04.2022 12:58:00
გაყიდვის ფასი : 301.2500 GEL
საწყისი ფასი: 25 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1.25 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“
მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ.N6
ტელეფონი: 971-0322753959
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიზესტაფონი
კვადრატულობა(მ²)6503წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი კვალითი, ზესტაფონის სატყეო უბანი, კვალითის სატყეო, კვარტალი N8-ის ლიტერი N10 და N11-ში.რაოდენობა1.
ბრძანების ნომერი371/სმიწის ფართობი(მ²)6503
საკადასტრო კოდი32.02.56.015Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი30სარგებლობაში გადაცემის ვადა10 წელი
ტელეფონის ნომერი2 75 39 31
;
აღწერილობა
აღწერილობა

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 6503 კვ.მ ; ს/კ N32.02.56.015

მოკლე აღწერილობა

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 6503 კვ.მ ; ს/კ N32.02.56.015   წლიური საწყისი ღირებულებაა 25 ლარი. 

პირობა

1. გამარჯვებულმა პირმა, სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით(სათიბად) - 10 წლის ვადით. 

ტყით სპეციალური  სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე:   ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო (ს/კ 204  578  581) - ქ. თბილისი, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი -TRESGE22, სახაზინო კოდი  (ანგარიში N707367019) ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.  
სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში უზრუნველყოს  ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს მიერ განსახორციელებელ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, ტყითსარგებლობისას არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რაც გამოიწვევს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, ასევე (მათ შორის), ტერიტორიის ან ჰაერის დაბინძურებას. 
სააგენტოსათან შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ხე-ტყის მოჭრა, საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა, არსებული საგზაო კომუნიკაციების თვითნებური აღდგენა;
 
ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობები.
 ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვება, ტყითმოსარგებლეს არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან.  ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონის "საქართველოს ტყის კოდექსის" და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (მათ შორის, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები);

სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი. 

ხელშეკრულების ვადის დასრულების ან მართვის უფლებით მიმღების ბრალეული ქმედებით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ქონებაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

1.  ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ( სარგებლობის უფლების გადამცემი)  ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 

3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (ასევე, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები).

5. ფართობით სარგებლობა უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

6. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).                       

7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას.  

8.გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც  ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი. 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601 601; ან სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" საკონტაქტო ნომრებზე: 2 75 39 50; 595 00 06 15; 577 38 02 58;

;