|
![]() |
კატეგორია:
შავი მეტალი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:20 ტონა შავი ლითონის ბურბუშელას ჯართი
განაცხადის #:51286EUY76314222 აუქციონის #: 51286 ლოტის #: 763142 დაწყება/დასრულება: 17/01/2022 13:00 - 24/01/2022 13:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 94 ბიჯი საგარანტიო თანხა: 780GEL
დასრულების დრო: 24.01.2022 13:04:00
გაყიდვის ფასი : 15132.0000 GEL
საწყისი ფასი: 7800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 78 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სს "თამ" თბილავიამშენი მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის სამგორის რაიონში, ბ.ხმელნიცკის ქ.,#181 ტელეფონი: 971-322700057 |
თვისებები
|
ბრძანების ნომერი | 70 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | 0113, თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ბერი გაბრიელის გამზ. 191 | გადახდის პერიოდი | 7 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 30 | შეფასების თანხა | 7800 | ზომის ერთეული | წონა | წონა(ტონა) | 20 | ტელეფონის ნომერი | 595062390 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
პირობა | აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადა: აუქციონის დასრულებიდან - არაუმეტეს 7 კალენდარული დღე. მყიდველი ვალედებულია ქონების მიღებამდე და/ან მიღების პროცესში, სს „თამ“ თბილავიამშენის წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს მისი გადაწონვა სს"თამ" თბილავიამშენის ტერიტორიაზე განთავსებული დაკალიბრებული და სერტიფიცირებული სასწორის საშუალებით. მყიდველი ვალდებულია ქონების გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით. მყიდველს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მიეთითება ხელშეკრულებაში და მასზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება. მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განხორციელოს ქონების საფასურისს სრულად გადახდიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღეში, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. (ათვლა იწყება სრულად გადახდის შემდგომი სამუშაო დღიდან). ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას დარღვევის გამოსწორების ვადის (რომელიც არ აღემატება 10 კალენდარულ დღეს) და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები რომლებმაც გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური; გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით“ დადგენილი პირობები. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება საპრივატიზებო ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდგომ, საპრივატიზებო ქონების გამყიდველის ტერიტორიიდან ეტაპობრივი გატანის პროცესში მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღე; აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს (სს „თამ“ თბილავიამშენ-ს): 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); 2. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; 3. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება) ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 4. საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამარჯვებულად გამოვლინდება აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: ანდრო გოგავა 555 51 53 30 |
მოკლე აღწერილობა | სს "თამ" თბილავიამშენის სარგებლობაში არსებული ჩამოწერილი შავი ლითონის ბურბუშელას ჯართი. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |