ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2024 13:16:20
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქედის მუნიციპალიტეტი სოფელ წონიარისის მიმდებარედ მდ. „აჭარისწყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება“ IV უბანი , კატეგორია P2 მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა 29298 კუბური მეტრი.
განაცხადის #:11CYJ421
აუქციონის #: 11
ლოტის #: 4
რაოდენობა: 29298
დაწყება/დასრულება: 17/12/2021 12:00 - 17/12/2021 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 108 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 7935GEL
დასრულების დრო: 17.12.2021 18:10:00
გაყიდვის ფასი : 300628.6000 GEL
საწყისი ფასი: 25477 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2547.7 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ლიცენზირები)
მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119.
ტელეფონი: 971-422273510
თვისებები
ბრძანების ნომერი01-01-3/571ქვეყანასაქართველო
ქალაქიქედარაოდენობა29298
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი წონიარისიმიწის ფართობი(მ²)9766
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ზომის ერთეულიკუბური მეტრიტელეფონის ნომერი2273510 (137)
;
აღწერილობა
აღწერილობადამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 0422273510 (137) 577 58 80 18 ედუარდ ნაკაშიძე
მოკლე აღწერილობა

ქედის მუნიციპალიტეტი სოფელ წონიარისის მიმდებარედ მდ. „აჭარისწყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება“ IV უბანი , კატეგორია P2 მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა 29298 კუბური მეტრი.

მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა 29298 კუბური მეტრი. 

სალიცენზიო ობიექტის ფართობი 9766 ვადრატული მეტრი

 ლიცენზიით სარგებლობის პერიოდი 1 (ერთი) წელი.

საგარანტიო თანხა შეიცავს მოსაკრებელს 200 ლარის ოდენობით.

პირობა

გამარჯვებულად ჩაითვლება ლიცენზიის ის მაძიებელირომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და მოთხოვნებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს.

  აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში



ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: 

ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში (არ დადებს მინიმუმ ერთ ბიჯს); 

ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები კონკრეტული ობიექტის სარგებლობისათვის:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე შეადგინოს წიაღით სარგებლობის დოკუმენტაცია ამ დანართის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის შესამამისად;

ბ) მოპოვება უნდა განხორციელდეს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების მიმართულებით;

გ) გეოდინამიკური სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ობიექტის მთელ ფართობზე საშუალო წლიური მოპოვების სიღრმე (სიმძლავრე) არ უნდა აღემატებოდეს 3,0 მ-ს;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;

ე)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (გზის საფუძვლისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) ასევე წიაღისეულის ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით კანონით გათვალისწინებულ ნორმას.

ვ) ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სალიცენზიო ობიექტის კოორდინატების თვალსაჩინოდ მონიშვნა.

ზ) ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება;

თ) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით;

ი) ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;

კ) ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;

ლ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წიაღითსარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;

მ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის ”გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. დაიცვას „ტექნიკური რეგლამენტის-წიაღით სარგებლობისათვის“ დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღთ სარგებლობის პროექტის, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (N1-01, 1-02, 1-03, 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N271 და „კარიერების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N450 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2021 წლის 22 სექტემბრის N08/566 წერლის საფუძველზე დადგენილი პირობები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

ნ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

ო) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები,

პ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს კანონის „საავტომობილო გზების შესახებ“ მე-16 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში წარადგინოს ტრანსპორტის შესასვლელი და გამოსასვლელი სქემატური ნახაზი და გზის საფარის მოწყობა განახორციელოს საავტომობილო გზის საფარის იდენტურად გზის ღერძიდან 30 მეტრის ფარგლებში.

ჟ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

რ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის N100 ბრძანებით დამტკიცებული უსაფრთხოების ტექნიკის წესები.

 ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სხვადასხვა კომუნიკაციის არხებთან (მათ შორის ხაზობრივი ნაგებობები რეგისტრირებული და/ან დაურეგისტრირებელი) ახლოს სამუშაოების წარმოების დროს დაიცვას შემდეგი პირობები: ა) მკაცრად იქნას დაცული ხაზობრივი ნაგებობის ხელშეუხებლობა; ბ) არ შეუქმნას სფრთხე არსებულ კომუნიკაციას და უზრუნველყოს კომუნიკაციის უსაფრთხოება; გ) შეუფერხებლად და შეზღუდვის გარეშე უზრუნველყოს ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის წარმომადგენლის კომუნიკაციასთან მისვლა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება; დ) კომუნიკაციის დაცვის ზონაში სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელმა აცნობოს მესაკუთრეს და სამუშაოები აწარმოოს თანხმობით; ე) ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს კომპანიას ყოველგვარი საფრთხის შესახებ რომელმაც შეიძლება შეუძლებლი გახადოს კაბელით სარგებლობა, მათ შორის სტიქიური უბედურების დროს 3 (სამი) დღს ვადაში; ვ) ლიცენზიის მფლობელის საქმიანობიდან გამომდინარე კომუნიკაციის გადატანის საჭიროების შემთხ

     საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2021 წლის 24 აპრილის N2-03/15867 წერილის შესაბამისად:

ა) საავტომობილო გზის გასწვრივ, ქვიშა-ხრეშის მოპოვების სალიცენზიო ობიექტის მიმდებარედ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე წარმოადგინოს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად შედგენილი საავტომობილო ტრანსპორტის შესასვლელის და გამოსასვლელის დეპარტამენტთან წინასწარ შეთანხმებული სქემატური ნახაზი, სადაც საფარის მოწყობა უნდა განხორციელდეს საავტომობილო გზის საფარის იდენტურად გზის ღერძიდან 30 მეტრის ფარგლებში.

ბ) საავტომობილო ტრანსპორტის გამოსასვლელთან ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სისუფთავის უზრუნველყოფაზე, რაც გულისხმობს ავტოთვითმცლელის ს/გზაზე გამოსვლამდე გაწმენდას მტვრისაგან, ჭუჭყისაგან და ტალახისაგან.

გ) საავტომობილო ტრანსპორტის ს/გზაზე გამოსასვლელთან ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რაც გულისხმობს დროებითი საგზაო ნიშნების მონტაჟს და საჭიროების შემთხვევაში მედროშის დაყენებას, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება.

დ) სალიცენზიო ობიექტიდან ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

 ე) სალიცენზიო ობიექტის ფუნქციონირების პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იქნას, მთელი ტერიტორიის ფარგლებში, საავტომობილო გზის ელემენტების და წყალმომცილებელი საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

ვ) სამუშაოების წარმოებისას საგზაო ინფრასტრუქტურის და/ან მიმდებარე ლანდშაფტის ელემენტების დაზიანების შემთხვევაში, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში და სამუშაოების დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს მათი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ლიცენზიის მფლობელის სახსრებით, შ.პ.ს. „არალი“-ს და სს "EGIS INTERNATIONAL"-ის წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ, ასევე სამუშაოების დასრულების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 1 წლის განმავლობაში წარმოდგენილ მონაკვეთზე გამოვლენილი ხარვეზების (ასეთის წარმოქმნის შემთხვევაში) აღმოფხვრა უპირობოდ განახორციელოს საკუთარი ძალებით და სახსრებით. აღნიშნული ვადის გასვლა არ ათავისუფლებს ზიანის მიმყენებელს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 დამატებითი პირობა:

       საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ნოემბრის N1964 განკარგულებით განისაზღვრა დამატებითი სალიცენზიო პირობები, რომლის თანახმად ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში არ გაასხვისოს მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის 50% და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე ლიცენზიის მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს მისი გადაცემა განსაზღვრული ფასის (ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი სააუქციონო ფასის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლისა და რესურსის მოპოვებისათვის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადასტურებული საჭირო თანხის ჯამი) შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის საგზაო და ნაპირდაცვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე პროექტსა და ბათუმი (ანგისა) ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტს.

;