ამობეჭდვის თარიღი: 12.05.2025 11:35:26
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა N242-ში მდებარე 75 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 43.31.58.777) ელექტრონული აუქციონის (უპირობო) ფორმით პრივატიზება.
განაცხადის #:102694OQL75042921
აუქციონის #: 102694
ლოტის #: 750429
დაწყება/დასრულება: 04/11/2021 17:00 - 17/11/2021 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000GEL
დასრულების დრო: 17.11.2021 17:00:00
გაყიდვის ფასი : 10500.0000 GEL
საწყისი ფასი: 10000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90
ტელეფონი: 995-591445351
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის ქუჩა N 242ბრძანების ნომერიბ24.24213078 03/11/2021
ქვეყანასაქართველოქალაქიზუგდიდი
მიწის ფართობი(მ²)75საკადასტრო კოდი43.31.58.777
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
ტელეფონის ნომერი599525238
;
აღწერილობა
აღწერილობა

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.,

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად: 

“თუ ელქტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს / გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწიოლეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის  მონაწილეების მიერ,ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის “ე“ ქვეპუქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად)  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

საბოლოო თანხა ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირებმა უნდა გადაიხადონ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში №GE24NB0330100200165022; ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №TRESGE22, უძრავი ქონების პრივატიზება - №300823390 (შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვიდან).

მოკლე აღწერილობადამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ 599525238
პირობაუპირობო
;