ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 14:30:51
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:„შპს აგროსერვის ცენტრის“ (ს/ნ: 406321065) 100%-ანი წილი
განაცხადის #:69185HPJ73329621
აუქციონის #: 69185
ლოტის #: 733296
დაწყება/დასრულება: 06/09/2021 18:00 - 06/10/2021 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1380000GEL
მიმდინარე ფასი : 13800000 GEL
საწყისი ფასი: 13800000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, ზემო ალექსეევკა, ნაკვ. N002/027
ტელეფონი: 971-0322305721(257)
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზემო ალექსეევკა, ორხევის დასახლება (ნაკვ. #002/027)Rs რუკის მხარდაჭერა-
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა105კაპიტალი13724915 ლარი
წილის პროცენტი100ტელეფონის ნომერი597424742
გადახდის პერიოდი75ქალაქითბილისი
ქვეყანასაქართველო
;
აღწერილობა
აღწერილობა

2021 წლის 27 იანვარს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ (ს/ნ: 206348736) მიერ დაფუძნდა (100% წილით) „შპს აგროსერვის ცენტრი“ (ს/ნ: 406321065); 
კომპანიის კაპიტალი განისაზღვრა 13,724,915 ლარით;
   მათ შორის:
   ა) ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდა 7 სერვის-ცენტრი (მიწა და შენობა-ნაგებობები  7,635,025 ლარი);
   ბ) დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია „რიალ აუდიტის“ (შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული) მიერ შეფასდა 60 ტრაქტორი და 500 იმპლემენტი (6,039,890 ლარი);


სერვის-ცენტრების საბალანსო ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად:
1) სამტრედიის ს/ც (10,274 კვ/მ) - 751,173 ლარი;
2) გურჯაანიის ს/ც (11,263 კვ/მ) - 978,772 ლარი;
3) ბოლნისის ს/ც (24,954 კვ/მ) - 1,738,714 ლარი;
4) ახალციხის ს/ც (18,030 კვ/მ) - 1,240,177 ლარი;
5) ამბროლაურის ს/ც (14,283 კვ/მ) - 1,038,377 ლარი;
6) კასპის ს/ც (17,141 კვ/მ) -  1,157,925 ლარი;
7) ოზურგეთის ს/ც (12,841 კვ/მ) - 729,888 ლარი.

ტრაქტორების და იმპლემენტების საბალანსო ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად:
60 ტრაქტორი საბალანსო ღირებულებით - 2,825,966 ლარი.
500 იმპლემენტი საბალანსო ღირებულებით - 3,213,924 ლარი.

აღნიშნული ტრაქტორები და იმპლემენტები მდებარეობს კასპის, გურჯაანის და სამტრედიის სერვისცენტრებში.

კომპანიის აქტივებმა შეადგინა - 13,724,915 ლარი.
   მათ შორის:
   უძრავი ქონება (7 ს/ც) - 7,635,025 ლარი (დანართი N1);
   ტრაქტორები - 2,825,966 ლარი (დანართი N2);
   იმპლემენტები - 3,213,924 ლარი 
(დანართი N3);
   სხვა აქტივები - 50,000 ლარი;

დღეის მდგომარეობით კომპანიას ვალდებულებები არ გააჩნია.

*შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია კომპანიის აქტივების შესახებ იხილეთ მიმაგრებული ფაილების სახით (დანართები: N1; N2; N3).   

მოკლე აღწერილობა

სარეალიზაციოდ წარმოდგენილია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ შვილობილი საწარმო „შპს აგროსერვის ცენტრის“ 100%-ანი წილი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლაშა ჯიბლაძე

ახმეტელის 10ა  0159, თბილისი, საქართველო.
Mob: +995 597 42 47 42
E-mail: jibladze@alsc.ge

პირობაგასხვისების პირობა:

1. წილის საწყისი სარეალიზაციო ფასი შეადგენს 13 800 000 ლარს;
2. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია გადაიხადოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 10%-ის (1 380 000 ლარი) ოდენობით, ან ამავე თანხაზე წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ბოლო ვადას;
3. გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება გადახდილ ავანსად;
4. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე);
5. აუქციონის მიმდინარეობის ვადა -  30 კალენდარული დღე;
6. აუქციონის ბიჯი შეადგენს 100 000 ლარს;
7. გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ნასყიდობის ღირებულება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში; 
8. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გამოცხადდეს კომპანიაში ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მიზნით აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში;
9. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
   ა) უზრუნველყოს კომპანიის პროფილის შენარჩუნება გამყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 წლის ვადით, რომელიც გულისხმობს  თითოეულ რეგიონში, სადაც სერვის/ცენტრია განთავსებული განახორციელოს რეგიონში არსებული აგროსერვისებით (სასოფლოს-სამეურნეო კულტურების მოყვანასთან დაკავშირებული სამუშაოები) მომსახურება, კალენდარული წლის განმავლობაში შემდეგნაირად: 
     1) ბოლნისის ს/ც (ქვემო ქართლის რეგიონი) - არანაკლებ 600 ჰა.
     2) გურჯაანის ს/ც (კახეთის რეგიონი) - არანაკლებ 2,500 ჰა.
     3) კასპის ს/ც (შიდა ქართლის რეგიონი) - არანაკლებ 650 ჰა.
     4) სამტრედიის ს/ც (იმერეთის რეგიონი) - არანაკლებ 500 ჰა.
     5) ოზურგეთის ს/ც (გურიის რეგიონი) - არანაკლებ 250 ჰა.
     6) ამბროლაურის ს/ც (რაჭა-ლეჩხუმის  და ქვემო სვანეთის რეგიონი) - არანაკლებ 100 ჰა.
     7) ახალციხის ს/ც (სამცხე- ჯავახეთის რეგიონი) - არანაკლებ 250 ჰა.
   ბ) უზრუნველყოს 3 წლის განმავლობაში, მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის წარდგენა  ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან ორი თვის ვადაში.
10. აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება განკარგოს თავის შეხედულებისამებრ, მას შემდეგ რაც უზრუნველყოფს ქონების ნასყიდობის ღირებულების სრულად დაფარვას;
11. აუქციონში გამარჯვებულს არა აქვს უფლება კომპანიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც ექვემდებარება შსს-ს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას, გაიტანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3  (სამი) წლის განმავლობაში.
12. აუქციონის შედეგები უქმდება თუ:
      ა) აუქციონში გამარჯვებულმა განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური;
      ბ) აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე; აღნიშნულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (ბე-ს) თანხა არ ბრუნდება და ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.
13.  აუქციონში მონაწილის მიერ ბიჯის არ გაკეთების შემთხვევაში,  წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის  (ბე-ს) თანხა არ ბრუნდება და ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.

;