ამობეჭდვის თარიღი: 14.05.2025 09:18:50
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. გონას მიმდებარე ტერიტორიაზე, ანთიმონიუმის (სტიბიუმი) შესწავლა-მოპოვება
განაცხადის #:400OTH421
აუქციონის #: 400
ლოტის #: 4
დაწყება/დასრულება: 27/07/2021 12:00 - 27/07/2021 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 3 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 5200GEL
დასრულების დრო: 27.07.2021 18:00:00
გაყიდვის ფასი : 13000.0000 GEL
საწყისი ფასი: 10000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. გონას მიმდებარე ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ტელეფონის ნომერი2950030
;
აღწერილობა
აღწერილობა

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: 

გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარულ დღის ვადაში.

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).

დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვმართეთ:   (+995) 32 2601 601   ან (+995) 32  2950030
მოკლე აღწერილობა
პირობა

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელი.

სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
ბ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან  5 (ხუთი) წლის ვადაში სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია, აქედან შესწავლის პერიოდში ძებნა ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 400 00 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიცია;
 გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს 2021 წლის დეტალური გეგმა-გრაფიკი და ბიუჯეტი განსახორციელებელი შესწავლის სამუშაოების შესახებ, ხოლო დანარჩენ პერიოდზე ყოველი მომავალი წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის წარდგენის ვადად განესაზღვროს წინა კალენდარული წლის 1 დეკემბერი. ლიცენზიის შესწავლის პერიოდში ყოველწლიურად არა უგვიანეს 1 აპრილისა წარადგინოს წინა წლის შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში. დეტალური საძიებო სამუშაოები (თანამედროვე მეთოდიკის და სტანდარტების შესაბამისად), საჭიროებისამებრ უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით (რუკების შედგენა-დაზუსტება), გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით, ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით და ამ შესწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით;
დ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გასვლიდან ორი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს 1 000 000  (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელებას;
ე)  ლიცენზიის მოქმედების მთელს პერიოდში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 10 (ათი) მოქალაქის დასაქმება;
ვ) „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის უზრუნველსაყოფად, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს საბანკო გარანტია 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
ზ) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;

თ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;
ი) მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს, იმ ლიცენზირებული ფართობის (ტერიტორიის) დაბრუნება, რომელიც შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით წარმოადგენს უპერსპექტივო უბანს;
კ) ლიცენზიით გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ასეთი მიწის  მესაკუთრესთან შეთანხმებით;

ლ) ლიცენზიის მფლობელმა უზრნველყოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 აპრილის N04-1006 წერილით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულება;
მ) ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
ნ) სახელმწიფო უფლებამოსილია, წინამდებარე სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან.
ო) „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, შესაძლებელია განხილულ იქნეს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლად.
პ) ლიცენზიის მფლობელმა ობიექტის შესწავლის პერიოდში, პარალელურ რეჟიმში უზრუნველყოს ობიექტის საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური პირობების შეფასება;
ჟ) ობიეტის შესწავლის დროს უნდა მოხდეს მოქმედი სამთო საქმის წესებისა და ნორმების დაცვა;
რ) მარაგების დამტკიცების შემდეგ, ლიცენზიანტი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - წიაღის ეროვნილი სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე. ზემოაღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ლიცენზიის გამცემისათვის წარდგენისა და ლიცენზიაში ცვლილების განხორციელების შემდეგ, ლიცენზიანტი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
ტ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება;
) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;
) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;
ღ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გასცეს თანხმობა, სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“- მიერ სალიცენზიო მიწის ნაკვეთის განკარგვის/სარგებლობის  უფლებით გადაცემის შემთხვევაში;
) ლიცენზიის მფლობელმა მოქალაქეებს არ უნდა შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება;
) სალიცენზიო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელმა არ შეუზღუდოს აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების  შესრულების უზრუნველყოფა;
ჩ) სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, უნდა შეწყდეს სამუშაოები და დაუყოვნებლივ ეცნობოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს;
ც) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო  საქვეუწყებო დაწესებულება -საქართველოს სასაზღვრო  პოლიციის 2020 წლის 04 მარტის MIA 620 00575778 წერილით განსაზღვრული მოთხოვნა;
ძ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 26 თებერვლის №2136/01 წერილით განსაზღვრული მოთხოვნა;
წ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“  საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით  დადგენილი სხვა მოთხოვნები.  ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;
ჭ) ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებიდან და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად ათვისების გეგმა ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობის მითითებით;
ხ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, „საქართველოს ტყის კოდექსით“, ტყითსარგებლობის წესის  შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

;