ამობეჭდვის თარიღი: 03.05.2025 18:00:51
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქალაქი ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N79 მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 18,76კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N 43.34.03.105.01.515) ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
განაცხადის #:102694OQL70449321
აუქციონის #: 102694
ლოტის #: 704493
დაწყება/დასრულება: 15/04/2021 17:00 - 28/04/2021 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 360GEL
მიმდინარე ფასი : 3600 GEL
საწყისი ფასი: 3600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 360 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90
ტელეფონი: 995-591445351
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის ქუჩა N79კონდიციონერი-
ბრძანების ნომერიბ24.242110416საკადასტრო კოდი43.34.03.105.01.515
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-ავეჯი-
აივანი-ლოჯი-
ქვეყანასაქართველოქალაქიზუგდიდი
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-სათავსო-
გადახდის პერიოდი30ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
ტელეფონის ნომერი599525238
;
აღწერილობა
აღწერილობა

უძრავი ქონება სარგებლობაში, იჯარის ფორმით გაიცეს 5 (ხუთი) წლის ვადით.აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესების 27-ე მუხლის მე-3 პუქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში.

მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუნიციპალიტეტის ქონების მესაკუთრეს (მეიჯარე) უფლება აქვს სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუკი ეს გამართლებული და აუცილებელია საჯარო ინტერესების დაცვის მიზნით, რომლის შესახებაც მოიჯარეს ეცნობება წერილობით ორი თვით ადრე.

მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა გამარჯვებულ პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო წლიური საიჯარო ქირის 1/12 ნაწილი გადაიხადოს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით.

თანხა ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირებმა უნდა გადაიხადონ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში №GE24NB0330100200165022; ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №TRESGE22, ადგილობრივი შემოსავლების კოდი - 300823212.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში    გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში..

მოკლე აღწერილობადამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ 599525238.
პირობაუპირობო
;