ამობეჭდვის თარიღი: 28.03.2024 19:35:46
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქი ზესტაფონი, არასასოფლო მიწა შენობა-ნაგებობით (საცხოვრებელი სახლით)
განაცხადის #:83931AS4739821
აუქციონის #: 83931
ლოტის #: 47398
საქმის ნომერი: A20091594
დაწყება/დასრულება: 14/04/2021 17:00 - 22/04/2021 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 4675.00GEL
მიმდინარე ფასი : 70125.00 GEL
საწყისი ფასი: 70125.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 935.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. სააუქციონო მომსახურება კერძო აღმასრულებლისათვის.
მისამართი: 1) ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი; 2) ქ. თბილისი, სანაპიროს №2 ( თბილისის იუსტიციის სახლი)
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ზესტაფონი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა, N 34საქმის ნომერიA20091594
ქვეყანასაქართველოქალაქიზესტაფონი
რაოდენობა0მიწის ფართობი(მ²)0
შენობის ფართობი(მ²)0საკადასტრო კოდი32.10.31.155
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა23
შეფასების თანხა93500.00
;
აღწერილობა
აღწერილობასარეალიზაციო ობიექტი წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებს. მდებარე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ზესტაფონი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა, N 34. ს/კ 32.10.31.155. შენობა N1 წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს მეტალოპლასტმასის ფანჯრებით, აქვს ტერასა. შენობა N2 არის ერთსართულიანი და წარმოადგენს დამხმარე ნაგებობას. შენობების შიგნიდან დათვალიერება, აღწერა და დასურათება ვერ მოხერხდა. ეზო გზის მხრიდან შემოღობილია კაპიტალურად და აქვს რკინის ჭიშკარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემით სარეალიზაციო უძრავი ქონების მახასიათებელია: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება
ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო
დაზუსტებული ფართობი: 444.00 კვ.მ.,
შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/2 N02/1
შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 219.00
--------------------------------------------------
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება ელექტრონულად ამავე ვებ-გვერდზე ან ხელზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს სათავო ოფისში ან იუსტიციის სახლებში. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
პირობაყურადღება!!! სარეალიზაციო ქონებაზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება - იპოთეკა. იპოთეკარი- სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი’’ (სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგი“) საგანი: შენობა-ნაგებობები: N01/2, N02/1 საერთო ფართი 219 კვ.მ., მიწის ნაკვეთის ფართი 444 კვ.მ. საფუძველი: სანოტარო აქტი, იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N160772911, დამოწმების თარიღი 13/07/2016, ნოტარიუსი დ.იმნაძე იპოთეკარის 04/11/2020 წლის წერილის თანახმად, 2016 წლის 13 ივლისს სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“-სა და მსესხებელს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა: 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ორი უძრავი ქონება (მათ შორის სარეალიზაციო), მოთხოვნა შეადგენს საბანკო გარანტიის ##FG/19 017898 ხელშეკრულებით ძირითად დავალიანებას 14 903 ლარს და მასზე დაკისრებულ პირგასამტეხლოს 4782 ლარს და 90 თეთრს. საბანკო გარანტიის ##FG/19 018060 ხელშეკრულებით ძირითად დავალიანებას 47 403 ლარს და 85 თეთრს და მასზე დაკისრებულ პირგასამტეხლოს 6399 ლარს გარდამავალი უფლების ნაწილში ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი N200916647, გაცემული 09/11/2020 წელს, ნოტარიუსის მიერ. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი წარმოდგენილია სააღსრულებო ბოუროში. ს/ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი თანხის მოცულობას წარმოადგენს: ძირითად დავალიანებას ორივე საბანკო გარანტიაზე 14 903 ლარს და 85 თეთრს და 47 403 ლარს და 85 თეთრს საერთო ჯამში 62 307 ლარს და 70 თეთრს, ხოლო პირგასამტეხლო ორივე დავალიანებაზე შეადგენს 4782 ლარს და 90 თეთრს და 6399 ლარს საერთო ჯამში 11 181 ლარი და 90 თეთრი. შესაბამისად ორივე საბანკო გარანტიაზე ერთად შეადგენს 62 307 ლარს და 70 თეთრს, ხოლო პირგასამტეხლო ორივე დავალიანებაზე ერთად შეადგენს 11 181 ლარს და 90 თეთრს. საერთო ჯამში სულ დავალიანება 73 489 ლარს და 60 თეთრს. ასევე ს/ფურცლის გაცემის ხარჯი 120 (ასოცი) ლარი. აღნიშნული წარმოება შეჩერებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/26941-20 განჩინებით.
;