ამობეჭდვის თარიღი: 24.06.2021 18:43:16
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
დასახელება:სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი
განაცხადის #:28466BQV70409921
აუქციონის #: 28466
ლოტის #: 704099
დაწყება/დასრულება: 14/04/2021 16:00 - 20/04/2021 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 164 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1650.00GEL
დასრულების დრო: 20.04.2021 16:10:00
გაყიდვის ფასი : 9940.0000 GEL
საწყისი ფასი: 8300.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ-გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლა
მისამართი: ძველი თბილისის (ყოფ.მთაწმ) რაიონში / მელიქიშვილის ქ 2
ტელეფონი: 995-322923522
თვისებები
ცხელი წყალი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
გათბობა-კვადრატულობა(მ²)329.00
ბუხარი-აივანი-
ლოჯი-TV-
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მელიქიშვილის N2წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-Rs რუკის მხარდაჭერა-
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ტელეფონის ნომერი599989590
;
აღწერილობა
აღწერილობა

იჯარით გასაცემი ფართი მდებარეობს ქ.თბილისში, მელიქიშვილის №2.
საკონტაქტო ინფორმაცია 599989590

მოკლე აღწერილობა    იჯარით გაიცემა სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე მდებარე 329 (სამას ოცდაცხრა) კვ.მ დიდი სპორტული დარბაზის ფართი დანართით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობების განსახორცილებლად.   კვირაში -6 სთ-ის განმავლობაში, კერძოდ:  ორშაბათს 18:30-დან 20:30-მდე, ოთხშაბათს 18:30-დან 20:30-მდე, პარასკევს 18:30 დან 20:30-მდე  მათ შორის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ დასვენების დღეებში.
პირობა

1.იჯარით გაიცემა სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე მდებარე329 (სამას ოცდაცხრა) კვ.მ დიდი სპორტული დარბაზის ფართი (სპორტული მოედანი - 278,2კვ.მ;  გასახდელი 1 – 23,7კვ.მ; გასახდელი 2 – 13,8კვ.მ; შესასვლელი - 13,3კვ.მ) მასში განთავსებული მოძრავი ქონებით. დანართით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობების განსახორცილებლად.   კვირაში -6 სთ-ის განმავლობაში, კერძოდ:  ორშაბათს 18:30-დან 20:30-მდე, ოთხშაბათს 18:30-დან 20:30-მდე, პარასკევს 18:30 დან 20:30-მდე  მათ შორის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ დასვენების დღეებში. მოძრავ ქონებასთან ერთად (გრძელი საკმი საკიდით 4 ცალი, გრძელი სკამი 2 ცალი, შვედური კედელი 13 ცალი, კალათბურთის ფარი 4 ცალი).

2. საწყისი ფასი შეადგენს 1(ერთი) წლის საიჯარო ქირას.


3. ფართი იჯარით გაიცემა 1(ერთი) წლის ვადით.


4. საიჯარო ქირაში  არ შედის  კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგიის, წყლისა და 
უნებრივი აირით (გათბობის) სარგებლობის გადასახადი). 


5. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

6. მოიჯარე ვალდებულია  დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების  წესები. მოიჯარე ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას;


7.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;


8.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;


9.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

10.საჭიროების შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია გასაიჯარებელ ფართში საკუთარი სახსრებით ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები.


მიმაგრებულ  ფაილებში ასევე, იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულიაუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება 
და ნებადართული საქმიანობის ნუსხა.

;