ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 18:45:32
კატეგორია: საზღვაო ტრანსპორტი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:კატარღა Leisure Cat 7000 series
განაცხადის #:663AC221
აუქციონის #: 663
ლოტის #: 2
საქმის ნომერი: პრივატიზება
რაოდენობა: 1
შტრიხკოდი: 2000004322892
დაწყება/დასრულება: 30/03/2021 13:00 - 05/04/2021 13:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 4095.00GEL
დასრულების დრო: 05.04.2021 13:00:00
გაყიდვის ფასი : 13923.0000 GEL
საწყისი ფასი: 13650.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 273.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქალაქიბათუმიქვეყანასაქართველო
განბაჟებული-ნავიგაცია-
კონდიციონერი-ტყავის სალონი-
საქმის ნომერიპრივატიზებაშტრიხ კოდი2000004322892
რაოდენობა1საზღვაო ტრანსპორტის ტიპისხვა
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №51გადახდის პერიოდი10
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა35შეფასების თანხა27300
ზომის ერთეულიცალიტელეფონის ნომერი2601601
ქონების ტიპიმოძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

ნამყოფია ექსპლუატაციაში, აღჭურვილია ორი ცალი ძრავით: SUZUKI DF140, 103 KW, 181-204 კგ, 1) #14001F-423955, 2) #14001F-423956, იაპონური წარმოების. გააჩნია მოსასვენებელი ოთახი (კაიუტა), რომლის სრულყოფილი დათვალიერება ვერ განხორციელდა, ვინაიდან არის დაკეტილ მდგომარეობაში. სალონი დაკომპლექტებულია ორი ტყავის სავარძლით, განთავსებულია ხმელეთზე. კატარღაზე არსებული საჭდის მიხედვით არის Leisure Cat 7000 series, მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 6 ადამიანი = 600 კგ. და მგზავრთა მაქსიმალურ რაოდენობას დამატებული ტვირთი 850 კგ. ვიზუალური დათვალიერებით ესაჭიროება სავალ-სამართავი სისტემის შეცვლა მოდერნიზაცია.   კატარღის ზომებია: 700სმX270სმX245სმ.  კატარღა  ზღვიდან ამოღებულია დაახლოებით 7 წელი და  ერთ-ერთი ძრავი არის დაზიანებული.

ყურადღება! 

თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები (რომლებმაც გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია) არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან/და ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან/და eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ცხელ ხაზზე: 2 601 -601 ან  სააგენტოს სერვის ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; 

ქ. თბილისი, გაბაშვილის ქუჩა, მუხიანის დასახლება, სასაწყობე მეურნეობა (ბაზა #2); 

ქ. ახალციხე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ბაზა; 

ქ. სამტრედია, აღმაშენებლის გამზ. მე – 6ჩიხი.

მოკლე აღწერილობა
პირობა

ყურადღება! უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის ანგარიშზე ასახვა აუცილებელია გადამოწმდეს სააგენტოში. ცხელი ხაზი: 2 601- 601.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საპრივატიზებო  ქონების გატანა - ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

ქონების დათვალიერება შესაძლებელია აუქციონის დასრულების წინა სამუშაო დღეს  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო”-სთან შეთანხმებით.

მოგებული ქონების გაცემა იწარმოებს სამუშაო დღეებში, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო”-სთან შეთანხმებით.

ქონების დათვალიერებისა და გატანის პროცესში, დაინტერესებული პირი ვალდებულია დაიცვას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესები.

საზღვაო  სატრანსპორტო   საშუალება შესაძლოა   საჭიროებდეს  რეგისტრაციას  შესაბამის სამსახურში.

ელექტრონულ აუქციონზე (ინტერნეტ-აუქციონი) გამოტანილ ქონებას არ მოყვება გარანტი.

;