|
![]() |
კატეგორია:
არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ქ.ზუგდიდი, ზვ.გამსახურდიას ქ.N19/რუსთაველის ქ.N89-ში მდებარე შენობის I, II და III სართულზე განთავსებულ 2359,00 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : 43.31.49.015.01.519)) განმეორებითი ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, პრივატიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიება
განაცხადის #:102694OQL67929420 აუქციონის #: 102694 ლოტის #: 679294 დაწყება/დასრულება: 09/10/2020 17:00 - 05/11/2020 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 250000GEL
მიმდინარე ფასი :
2500000 GEL
საწყისი ფასი: 2500000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90 ტელეფონი: 995-591445351 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ზვ.გამსახურდიას ქ.N19/რუსთაველის ქ.N89 | კონდიციონერი | - | ბრძანების ნომერი | 2526 | საკადასტრო კოდი | 43.31.49.015.01.519 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | ავეჯი | - | აივანი | - | ლოჯი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ზუგდიდი | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | - | სათავსო | - | გადახდის პერიოდი | 30 | ტელეფონის ნომერი | 599525238 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 41 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით. თანხა ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირებმა დარჩენილი ღირებულება უნდა გადაიხადონ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში №GE24NB0330100200165022; ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №TRESGE22, უძრავი ქონების პრივატიზება - №300823313 (შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოცხოვრებელი შენობის გაყიდვიდან). |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი იმფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე 599525238 |
პირობა | ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის განმავლობაში 4000000 (ოთხიმილიონი) ლარის ინვესტიციის განხოციელება, სასტუმროს ან/და კომერციული ფართის მოწყობისთვის. აღნიშნული ინვესტიციის 30% განხორციელება ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი წლის განმავლობაში. შემძენს ექნება შესაძლებლობა არასაცხოვრებელ ფართზე დააშენოს მანსარდული ტიპის მე-4 სართული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წლის 01 აპრილამდე. უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების მიერ შენობის მეორე და მესამე სართულზე დაკავებული ფართების გამონთავისუფლებას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |