ამობეჭდვის თარიღი: 28.03.2024 18:18:32
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის ფართი (46.51კვ.მ) ნებადართული საქმიანობის ნუსხით (დანართი N2) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით
განაცხადის #:29162BUT65577220
აუქციონის #: 29162
ლოტის #: 655772
დაწყება/დასრულება: 19/03/2020 17:00 - 30/03/2020 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 90GEL
დასრულების დრო: 30.03.2020 18:00:00
გაყიდვის ფასი : 610.0000 GEL
საწყისი ფასი: 600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #173 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის გლდანის რაიონში / გლდ. მე-3 მ\რ
ტელეფონი: 995-
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა+კვადრატულობა(მ²)46.51
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)გლდანის 3 მ/რნი
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა1
ტელეფონის ნომერი595956019
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო  სკოლის  მიერ  იჯარის  ფორმით  გაიცემა მეორე კორპუსის  პირველ  სართულზე არსებული 46.51 კვ.. ფართი 1 (ერთი) წლის ვადით ნებადართული საქმიანობის ნუსხით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების (იხ. დანართი N 2) მიზნით  მოძრავ   ქონებასთან   ერთადკერძოდ, (29 (ოცდაცხრა) საკოლო სკამი; 31 (ოცდათერთმეტი) სასკოლო მერხი; 1(ერთი) მასწავლებლის მაგიდა; 1(ერთი)  თარო; 1 (ერთი) პიანინო; 1(ერთი) დაფა) . დანართი N 2 იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

მოკლე აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშრდით : 595 956019

პირობა

1.ფართი იჯარით გაიცემა  ნებადართული საქმიანობების ნუსხით (დანართიN2) გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად საათობრივად, მოიჯარეს იჯარით ფართის სარგებლობის უფლება მიეცემა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კვირაში  11 საათი (სამშაბათი, პარასკევი   14:30 საათიდან 19:00 საათამდე;  ოთხშაბათს 14:30 საათიდან 16:30 საათამდე)

2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას.

3.ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით.

4.საიჯარო ქირაში  შედის  კომუნალური გადასახადები(ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირით(გათბობის) სარგებლობის გადასახადი)

5. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

6. მოიჯარე ვალდებულია  დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების  წესები. მოიჯარე ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას;

7.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

8. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

9. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე;

 10.საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე).

11.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

12.თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

13.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

14.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

მიმაგრებულ  ფაილებში ასევე, იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.



;