ამობეჭდვის თარიღი: 28.03.2024 16:23:36
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბათუმი, კოწია ერისთავის ქ,N29ა-ში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება სამეწარმეო დანიშნულებით. (კატეგორია-P2, მოსაპოვებელი წიაღის წლიური ჯამური მოცულობა შეადგენს 60 000 მ3).
განაცხადის #:2CYJ1420
აუქციონის #: 2
ლოტის #: 14
დაწყება/დასრულება: 14/04/2020 12:00 - 14/04/2020 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 510.00GEL
მიმდინარე ფასი : 1006.00 GEL
საწყისი ფასი: 1006.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100.60 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ლიცენზირები)
მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119.
ტელეფონი: 971-422273510
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. ბათუმი, კოწია ერისთავის ქ.N29აRs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი15ტელეფონის ნომერი593331584
;
აღწერილობა
აღწერილობა

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით:

საგარანტიო თანხის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს"ლიბერთი ბანკში" ნაღდი ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს(რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციოკოდი).

პირობა

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან მოსაკრებელს.

 სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელი.

ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მო-პოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
ე) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს ლიცენზიის გამცემის საამისოდ უფლებამოსილი პირი;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის და ჭაბურ-ღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება;
ზ)ჭაბურღილზე მოსაწესრიგებელია თავმორთულობა და ჰერმეტიზაციას;
თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).
ი) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: 

ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში (არ დადებს მინიმუმ ერთ ბიჯს); 

ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

;