ამობეჭდვის თარიღი: 19.09.2024 03:40:54
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ხარაგაულის რაიონში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N36.15.41.077), ზეკარის უღელტეხილზე მდებარე 8,85 ჰექტარი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) აღნაგობის უფლებით გაცემა
განაცხადის #:29230BVL65141020
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 651410
დაწყება/დასრულება: 05/03/2020 12:00 - 16/03/2020 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 12000GEL
დასრულების დრო: 16.03.2020 16:00:00
გაყიდვის ფასი : 45000.0000 GEL
საწყისი ფასი: 40000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზეკარის უღელტეხილის მიმდებარედსარგებლობაში გადაცემის ვადა45 წელი
ტელეფონის ნომერი577222364ქვეყანასაქართველო
ქალაქიხარაგაულიმიწის ფართობი(მ²)88530
საკადასტრო კოდი36.15.41.077Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი12
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601  
მოკლე აღწერილობა

ხარაგაულის რაიონში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N36.15.41.077), ზეკარის უღელტეხილზე მდებარე 8,85 ჰექტარი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) აღნაგობის უფლებით გაცემა 

პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: 

ა) გადაცემულ ტერიტორიაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N36.15.41.077), შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს): ვიზიტორთა ცენტს, ორ ერთეულ კაფეტერიას, არანაკლებ 40 ერთეულ საცხოვრებელ კოტეჯს, არანაკლებ 30 ერთეულ მცირე ზომის კოტეჯს (ტურისტული თავშესაფარი), საკონფერენციო დარბაზს, 3 ერთეულ საპიკნიკე ფანჩატურს, გამაჯანსაღებელ კომპლექსს, საჯინიბოს, დამხმარე ნაგებობებს (დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის, სამედიცინო პუნქტისათვის, სამზარეულოსათვის, დამხმარე ტექნიკური სათავსოებისათვის) და 4 ერთეულ სველ წერტილს; 

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად/მოსაწყობად მომზადებული არქიტექტურული პროექტი (რენდერი) წინასწარ, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის აღებამდე, შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“. 

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 

დ) ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (3 000 000 (სამი მილიონი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას; 

ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება. 

2. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან აღნაგობის უფლების მქონე პირის მიზეზით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე ინვესტიციის ფარგლებში აშენებული/მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში; 

3. ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე; 

4. სარგებლობაში გადაცემის (აღნაგობის საზღაური) საწყისი სააუქცონო ფასი განისაზღვრა ყოველწლიურად 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ უფლებამოსილია ყოველ 10 (ათი) წელიწადში ერთხელ მოითხოვოს აღნაგობის საზღაურის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს აღნაგობის საფასური, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი; 

5. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრა 45 (ორმოცდახუთი) წლით; 

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით (გადასაცემი ქონების საწყისი საფასურის 30%) („ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ ბე-ს გადამხდელი არ მიიღებს ვაჭრობაში მონაწილეობას); 

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;