ამობეჭდვის თარიღი: 08.12.2024 18:36:49
კატეგორია: ტურისტული მომსახურება
გაყიდვის ტიპი:
დასახელება:მარტვილის კანიონში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემა
განაცხადის #:29230BVL64697320
დასრულების დრო: 17.02.2020 16:00:00
გაყიდვის ფასი : 6.0000 GEL
საწყისი ფასი: 5 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მარტვილის კანიონიბრძანების ნომერიო-18
გადახდის პერიოდი12ტელეფონის ნომერი577222364
მიწის ფართობი(მ²)2441ქვეყანასაქართველო
ქალაქიმარტვილისაკადასტრო კოდი41.13.31.065 და 41.13.31.082
;
აღწერილობა
აღწერილობამარტვილის კანიონში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემა
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: 

ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, მარტვილის რაიონში მდებარე N41.13.31.065 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2086 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და N41.13.31.082 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 355კვ.მ ფართზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, უზრუნველყოს ზიპლაინის ატრაქციონის მოწყობა შესაბამისი კვლევებისა და საპროექტო გაანგარიშების საფუძველზე და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მისი/მათი ოპერირება. 

ბ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ინვესტიცია; 

გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, მოაწყოს მარტვილის კანიონში მდინარეზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რენდერის) შესაბამისად. 

დ) ხელშეკრულების გაფორმებამდე (ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში) წარმოადგინოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას. 

ე) ზიპლაინის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტებისა და შესაბამის სფეროში არსებული უსაფრთხოების საუკეთესო ნორმების/სტანდარტების შესაბამისად; 

ვ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტურისტული მომსახურების (ზიპლაინი) ბილეთების რეალიზაცია განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცული ტერიტორების სააგენტოს მეშვეობით. 

ზ) ბილეთების სარეალიზაციო ფასის დადგენის დროს, გაითვალისწინოს მარტვილის კანიონში სააგენტოს მიერ დადგენილი შესვლის ღირებულების საფასური და ასევე, ბილეთების რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ დაწესებული ფასნამატი არაუმეტეს 15 %-სა, რომელიც გამოიანგარიშება ჯამურად მიღებული ბილეთის სარეალიზაციო ფასიდან (გამარჯვებულის მიერ დაწესებულ ზიპლაინით სარგებლობის საფასურს დამატებული მარტვილის კანიონში სააგენტოს მიერ დადგენილი შესვლის ღირებულების საფასური). 

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე; 

3. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში. 

4. ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის (სარგებლობის) უფლების ვადად განისაზღვროს 20 (ოცი) წელი. 

5. მართვის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრება ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, ასევე დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების 5%, რაც შეადგენს 2 200 (ორიათას ორასი) ლარს, დღგს ჩათვლით. 

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრებება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 88 (ოთხმოცდარვა) ლარი), 

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრება ბრუნვის 1%-ის ოდენობით.

;