ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2024 14:31:54
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ყავის ჩამოსასხმელი აპარატები
განაცხადის #:119789RQC63322519
აუქციონის #: 119789
ლოტის #: 633225
დაწყება/დასრულება: 06/11/2019 12:00 - 25/11/2019 09:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 180.00GEL
მიმდინარე ფასი : 180.00 GEL
საწყისი ფასი: 180.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია"
მისამართი: გორი / ცხინვალის გზატკეცილი 3 კმ.
ტელეფონი: 995-599355254
თვისებები
ქალაქიგორიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმსარგებლობაში გადაცემის ვადა1
ტელეფონის ნომერი595064311
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენიშვნა: სხვა პირობები დარეგულირდება აუქციონის დასრულების შემდგომ აუქციონის გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

1.  იჯარით გაცემის ვადა განისაზღვრება აუქციონის შემდგომი ხელშეკრულებით;

2. სარგებლობაში გადასაცემი ქონების ყოველთვიური საწყისი საფასურია 180 (ასოთხმოცი) ლარი კომუნალური გადასახადების ჩათვლით.

3. უპირობო და გამოუთხოვარი საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს 100 ლარს, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრება აუქციონის დაწყებიდან 25 კალენდარული დღე.

4. მეიჯარე გასცემს ხოლო მოიჯარე 3 ცალი ჩამოსასხმელი ყავის აპარატის განთავსების მიზნით დროებით სარგებლობაში, იჯარით იღებს, მეიჯარის მფლობელობაში არსებულ (ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ. საკადასტრო კოდი:  №66.46.21.000.270) სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ღია კაფის ტერიტორიაზე არსებულ 1 კვ.მ, სარეკრეაციო ცენტრის შესასვლელთან არსებულ 1 კვ.მ და სასადილოს შენობის გვერდით ფასადთან არსებულ 1 კვ.მ სივრცეს.  

5. საიჯარო ქირა მოიცავს კომუნალურ გადასახადებს.

6. საიჯარო ქირის გადახდა მოხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

მეიჯარე ვალდებულია:

აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, აღნიშნულის შემაფერხებელი ობიექტური გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში.

დაიცვას ხელშეკრულების პირობები,

მეიჯარე უფლებამოსილია:

ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით ან/და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით.

მოითხოვის მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებით და კანონით მინიჭებული უფლებები.

მოიჯარე ვალდებულია:

მოიჯარე ვალდებულია:

იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით. მოუაროს მას და მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესები;

ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით;

მეიჯარის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა;

დაიცვას ხელშეკრულების პირობები და მეიჯარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

მოიჯარე უფლებამოსილია:

დაუბრკოლებლად ისარგებლოს იჯარის საგნით;

იჯარის საგანი გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის.

გამოიყენოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. 

 

ბიჯის სიდიდე: 3 ლარი.

აუქციონში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების შესრულება:

1.      ყავის ჩამოსასხმელი აპარატი უნდა იღებდეს შემდეგი სახის მონეტებს: 5, 10, 20, 50 თეთრიანებს, 1, 2 ლარიანებს და უნდა ჰქონდეს ხურდის დაბრუნების ფუნქცია.

2.      ყავის ჩამოსასხმელი აპარატში უნდა იყოს მინიმუმ ყავა, ჩაი და ცხელი შოკოლადი.

3.      აკონტროლოს და დროულად უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელ აპარატში პროდუქციის შევსება და ვარგისიანობის  ვადების კონტროლი.

4.      უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელ აპარატში ჰიგიენის ნორმების დაცვა, კანონმდებლობის შესაბამისად.

5.      უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელი აპარატის გამართული მუშაობა.

6.      ყავის ჩამოსასხმელ აპარატს უნდა ჰქონდეს, შაქრის რეგულირების ფუნქცია.

7.      ყავის ჩამოსასხმელ  აპარატს, უნდა ჰქონდეს ჭიქის ავტომატური გაცემის სისტემა.

8.      ყავის ჩამოსასხმელ აპარატში, უნდა იყოს ჭიქების ჰიგიენა  დაცული.

9.      ყავის ჩამოსასხმელ აპარატში უნდა ხორციელდებოდეს, პროდუქციისათვის საჭირო ტემპერატურის,  რეგულირების კონტროლი.

 

 

შენიშვნა: მოიჯარემ უნდა გაითვალისწინოს ის პრიორიტეტები რაც მას ენიჭება და  მომხმარებელს შესთავაზოს  დაბალი და ხელმისაწვდომი ფასები, ფასები არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასებს.

5.2.   უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელ აპარატის  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით განახლება ;

5.3.   აპარატი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ახალი და ხარისხიანი პროდუქციით.

5.5.   უზრუნველყოს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 ივლისის N320 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვა;

5.6.   უზრუნველყოს ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობების და წესების’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული მოთოვნების დაცვა;

5.7.   მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინოს ,,განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N303/ნ ბრძანების მოთხოვნების სრული დაცვით;

5.9.  აუქციონში მონაწილე სუბიექტს უნდა გააჩნდეს მსგავსი მომსახურების  მოწოდების გამოცდილება. 

 5.10.   მოიჯარე პასუხისმგებელია პროდუქციის ხარისხზე (პროდუქტებზე დაწესებული ცალკეული სტანდარტების სრულად დაკმაყოფილებაზე).

5.11.    პროდუქციაზე დაწესებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს ბაზარზე  (მსგავს დაწესებულებებში) არსებული პროდუქციის საშუალო ფასებს, სასურველია წარმოდგენილი პროდუქცია იყოს საცალო ვაჭრობაში არსებულ ფასზე დაბალი.

5.12.  პროდუქციის ფასი და სხვა პირობები განისაზღვრება აუქციონის შემდგომი ხელშეკრულებით.

5.13. დაიცვას ობიექტისა და მისი მომსახურე პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

5.14. ზედმიწევნით დაიცვას დაწესებულებაში დადგენილი წესები (უსაფრთხოება, სახანძრო, სამუშაო საათები ა.შ.).

5.15.  პროდუქციის მოწოდება უზრუნველყოს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაო პროცესს.

6.   აუქციონის დაწყების და დასრულების დრო:  დაწყება 2019 წლის 25  ოქტომბერი - დასრულება  2019 წლის  7  ნოემბერი. 

7.  სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონი: 595064311

8.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარადგინოს პროდუქციის სავარაუდო განფასება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრამაჟი და ფასი.

9. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში. 

მოკლე აღწერილობა

ყავის ჩამოსასხმელი აპარატების განთავსების მიზნით იჯარით გაიცემა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული 3 ცალი 3კვ.მ. სივრცეში


პირობააუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.
;