ამობეჭდვის თარიღი: 13.11.2019 13:10:19
კატეგორია: CITES ლიცენზიები
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
დასახელება:ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია
განაცხადის #:115691QUI62832219
აუქციონის #: 115691
ლოტის #: 628322
რაოდენობა: 5000000.00
დაწყება/დასრულება: 05/11/2019 12:00 - 05/11/2019 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საწყისი ფასი: 400000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 40000.00 GEL
საგარანტიო თანხა: 40100.00GEL
დასრულების დრო: 05.11.2019 18:00:00
გაყიდვის ფასი : 440000.0000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
მისამართი: ძველი თბილისი / დ. აღმაშენებლის გამზ. 150
ტელეფონი: 995-2439512
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)თეთრყვავილას მოპოვება განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და დაცული ტერიტორიებისა და ასევე 2008-2009, 2014 და 2018 წლებში განხორციელებული კვლევების შედეგად დადგენილი აკრძალული ადგილებისა
გადახდის პერიოდი15ბრძანების ნომერი108/ს
რაოდენობა5000000.00ზომის ერთეულიცალი
ტელეფონის ნომერი577537742Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

ექსპორტის მიზნით “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია.

ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 (ხუთი) წელი.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ

ა)პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

ბ)გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის ფარგლებში ყოველწლიურად თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების დაწყებამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარმოადგინოს იმ ტერიტორიების x y კოორდინატებისა და შესაბამისი ნაკვეთის წერტილოვანი და პოლიგონური ფენის Shp-ფაილები UTM კოორდინატთა სისტემაში. ასევე, ვალდებულია წარმოადგინოს: შემსრულებელი პირის მიერ ხელმოწერილი ზემოაღნიშნული ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, საიდანაც მიმდინარე წელს უნდა მოიპოვოს თეთრყვავილას ბოლქვები, ინფორმაცია ამ ტერიტორიებიდან თეთრყვავილას მოსაპოვებელი ოდენობის შესახებ და რესურსის მოპოვების მიახლოებითი გრაფიკი კონკრეტული უბნების მიხედვით;

ბ) მოპოვების გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიეწოდოს სამინისტროს და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტ

გ) ბოლქვების მოპოვების და ექსპორტის შემდეგ, ყოველი წლის არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, ლიცენზიის მფლობელის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნას ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას განხორციელებული ქმედებების შესახებ, მათ შორის ქვეყნის შიგნით განხორციელებული ქმედებების (ინფორმაცია მოპოვების მეთოდის, ბოლქვების შენახვის, დახარისხების, გაშრობის, ტრანსპორტირების, დასაქმებული პირების ოდენობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის, მოპოვების ტერიტორიების, მოპოვების თარიღის/პერიოდის შესახებ, ასევე, სასაქონლო და არასასაქონლო ზომის ბოლქვების ფაქტობრივად მოპოვებული ოდენობების შესახებ) თაობაზე. ანგარიშს უნდა დაერთოს შესაბამისი ფოტომასალა (მათ შორის მოპოვების ამსახველი).

დ) ლიცენზიანტი, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი აპრილისა უნდა ფლობდეს ბოლქვების რეალიზაციისათვის მოსამზადებლად საჭირო ინფრასტრუქტურას: ბოლქვების სათვლელ და კალიბრაციის დანადგარებს, ბოლქვების შესანახად ვარგის სათავსოს, რომელშიც შესაძლებელი იქნება საჭირო ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს წლიური ანგარიში.

აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

;