ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2024 04:14:12
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქი ფოთი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისათვის პარკირების ადგილები
განაცხადის #:29193BVA62719319
აუქციონის #: 29193
ლოტის #: 627193
დაწყება/დასრულება: 02/10/2019 17:00 - 16/10/2019 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 20135.14GEL
მიმდინარე ფასი : 67117.14 GEL
საწყისი ფასი: 67117.14 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2882.86 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ფოთში / დ.აღმაშენებლის ქ. 12
ტელეფონი: 995-0493221359
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიფოთიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ფოთი
ბრძანების ნომერი04/1402მიწის ფართობი(მ²)12864.00
საკადასტრო კოდიდანართი N1-ის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილები)Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა10 წელიტელეფონის ნომერი0493221359
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით  სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

ქალაქ ფოთში,  ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისათვის პარკირების ადგილები (არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები).

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესი დამტკიცებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის N14/18 დადგენილებით (იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში).

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო და სპეციალური ადგილები განსაზღვრულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივნისის N16/20 დადგენილებით (იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში).

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადესბეან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილიბეან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე" ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა წლიური საიჯარო ქირა უნდა გადაიხადოს ყოველწლიურად.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია არ დააზიანოს საიჯარო მიწის ნაკვეთების მიმდებარედ გამავალი მიწისქვეშა/მიწისზედა კომუნიკაციები.


ყურადღება!

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია სარგებლობაში გადამცემ ორგანოსთან შეთანხმებით.

სარგებლობაში გადაცემის ვადაა 10 (ათი) წელი (სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან).

საწყისი ფასი მოიცავს ერთი წლის საიჯარო ქირას.

არ გაიცემა მიწის ნაკვეთების შემოღობვის ნებართვა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (მესაკუთრე) მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება ან/და მისი ნაწილი და დაუბრუნოს იგი მესაკუთრეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოიჯარის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის, ასევე მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის (ასეთის წარმოშობის შემთხვევაში) ანაზღაურებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მოიჯარე.

იჯარის ქირის გადახდა აუქციონში გამარჯვებულს არ ათავისუფლებს მიწის სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

სარგებლობაში გადასაცემი პარკირების (38 ერთეული) ადგილები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში (დანართი N1).

სააუქციონი პირობები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში (დანართი N2).

მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ დამატებითი დოკუმენტები/წერილები, რომლებშიც მითითებული პირობების/ვალდებულებების ხელშეკრულებაში გათვალისწინება სავალდებულოა. 

შენიშვნა!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0493 22-13-59.

;