საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.
სარგებლობის ლიცენზიის ვადა 15 წელი.
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით. ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოპოვებითი სამუშაოები აწარმოოს ჰიფსომეტრიულად მაღალი ნიშნულიდან დაბლისაკენ, მოქმედი სამთო საქმის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვით. გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დააზიანოს სალიცენზიო ობიექტის მიმდებარეთ არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ძეგლი; დ) ლიცენზიის მფლობელს ეკრძალება ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება. ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოპოვებითი სამუშაოები აწარმოოს გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების შესრულების პირობების გათვალისწინებით. ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები; ზ) ლიცენზიის მფლობელის მიერ მკაცრად უნდა იქნეს დაცული შპს „დელტა კომმი“-ს საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობის ხელშეუხებლობა; თ) ლიცენზიის მფლობელმა არ უნდა შეუქმნას საფრთხე შპს „დელტა კომმი“-ს საკუთრებაში არსებულ კომუნიკაციას და უზრუნველყოს აღნიშნული კომუნიკაციის უსაფრთხოება; ი) შპს „დელტა კომმი“-ს თანამშრომლებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შეუფერხებლად უნდა შეეძლოთ მათ საკუთრებაში არსებულ კომუნიკაციასთან მისვლა და საავარიო, სარემონტო, აღდგენითი თუ გეგმიური შემოწმებისათვის განსაზღვრული სამუშაოების ჩატარება; კ) შპს „დელტა კომმი“-ს საკუთრებაში არსებული კომუნიკაციის დაცვის ზონაში, ნებისმიერი სახის სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელმა უნდა აცნობოს კომპანიას აღნიშნულის შესახებ და შპს „დელტა კომმი“-ს წერილობითი თანხმობის მიღების შემდგომ, სამუშაოები აწარმოოს კომუნიკაციის მფლობელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის შესაბამისად, შპს „დელტა კომმი“-ს წარმომადგენლის თანდასწრებით; ლ) ლიცენზიის მფლობელმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს შპს „დელტა კომმი“-ს ყოველგვარი საფრთხის შესახებ, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს ან შეუძლებელი გახადოს შპს „დელტა კომმი“-ს მიერ კაბელით სარგებლობა, მათ შორის სტიქიური უბედურების დროს, მოვლენის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში აცნობოს არსებული მდგომარეობის შესახებ; მ) ლიცენზიის მფლობელის საქმიანობიდან გამომდინარე თუ საჭირო გახდება შპს „დელტა კომმი“-ს საკუთრებაში არსებული კომუნიკაციის (ხაზოვანი ნაგებობის) გადატანა, აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელდეს ლიცენზიის მფლობელის ხარჯებით, შპს „დელტა კომმთან“ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად; ნ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გასცეს თანხმობა, სსიპ „ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს მიერ სალიცენზიო მიწის ნაკვეთის განკარგვის შემთხვევაში. ო) ლიცენზიის მფლობელმა მოქალაქეებს არ უნდა შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება. პ) სალიცენზიო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი არ შეუზღუდავს აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფას. ჟ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში; რ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა; ს) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება; ტ) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები; უ) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის; ფ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის ”გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. ქ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). ღ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
|