ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2024 10:24:48
კატეგორია: სამშენებლო მასალები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მეორადი ფოლადის მილი
განაცხადის #:28478BRF62264419
აუქციონის #: 28478
ლოტის #: 622644
დაწყება/დასრულება: 09/09/2019 15:00 - 19/09/2019 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 6 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 9566GEL
დასრულების დრო: 19.09.2019 15:00:00
გაყიდვის ფასი : 190.0000 GEL
საწყისი ფასი: 160 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
მისამართი: საქართველო, თბილისის. ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა ფშაველას გამზ. N76ბ
ტელეფონი: 995-2919060
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ფარცხანაყანევიქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიმწარმოებელისხვა
გადახდის პერიოდი60საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა180
შეფასების თანხა160ტელეფონის ნომერი551789999
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

სარეალიზაციო ქონება: ფოლადის მილი,

საორიენტაციო სიგრძე - 700 გრძ. მ., (რომელიც მიწაშია განთავსებული) 

მილის დიამეტრი 720 მმ.

მილის კედლის სისქე: 10 მმ.

სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 700*(160-23,35)=95655

ერთი გრძივი მეტრის მილის მიწიდან ამოღების საფასური სამხარაულის დასკვნის მიხედვით 23,35 ლარი

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

აუქციონის ჩატარების პირობები: „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების შესაბამისად.

მილის სარეალიზაციო საფასურის გადახდის ვადა: მილზე/მის მონაკვეთზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე

მყიდველის მიერ მილის დემონტაჟის სამუშაოების დაწყების დრო: ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო სამუშაო დღე.

 მყიდველის მიერ მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების ვადა: ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე

მყიდველის მიერ გრუნტის პირველადი მდგომარეობის დაბრუნებისა და დემონტირებული/მიწიდან ამოღებული მილის გატანის ვადა: მილის სრული დემონტაჟიდან 30 კალენდარული დღე.

მილის დემონტაჟი/მიწიდან ამოღება, რომელსაც უნდა ესწრებოდეს კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა განხორციელდეს საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებულ სამუშაო დღეებში;

მილის საერთო სიგრძე დაუზუსტებელია და არ აკისრებს გამყიდველს ვალდებულებას, რომ ადგილზე (მათ შორის მიწის ქვეშ) საორიენტაციოდ მითითებული სიგრძის მილი იყოს განთავსებული; მილის სარეალიზაციო ღირებულება განისაზღვრება ეტაპობრივად მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების თითოეული მოქმედების დასრულების შემდგომ;

მილის სიგრძე ზუსტდება დემონტაჟის/მიწიდან ამოღებისას, რომელსაც უნდა ესწრებოდეს გამყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რა დროსაც მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი;

მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების, სიგრძის დაზუსტების, მილის ტერიტორიიდან გატანის, გრუნტის პირველადი მდგომარეობის დაბრუნების მიზნით გასაწევი სამუშაოების, მიწის უკუჩაყრისა და სხვა ნებისმიერი ხარჯები სრულად ეკისრება მყიდველს. შენიშვნა: მიწის ქვეშ განლაგებული მილის შემთხვევაში სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005648717 დასკვნით განსაზღვრულ გრძივი მეტრი მილის სარეალიზაციო თანხას აკლდება ამავე დასხვნით განსაზღვრული გრძივი მეტრი მილის მიწიდან ამოღების ღირებულება.)

თუ მილის მონაკვეთი კვეთს გზის სავალ ნაწილს, სხვა საყოფაცხოვრებო თუ  არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს ან სხვა ქონებას, მისი მიწის ნაკვეთიდან ამოღება დამოკიდებული იქნება შემძენსა და ქონების (რომელზეც გადის მილი) მესაკუთრეს შორის მოლაპარაკებაზე;

მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების შემდგომ თანხის დაფარვამდე მილის მოვლა-პატრობაზე პასუხისმგებელია აუქციონში გამარჯვებული;

მილის დემონტაჟი/მიწიდან ამოღება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად. მილის დემონტაჟის/ამოღების და სიგრძის დაზუსტების პროცესს უნდა დაესწროს გამყიდველის წარმომადგენელი. სარეალიზაციო ქონების საფასური განისაზღვრება მისი ერთეულის ღირებულებისა და დაზუსტებული სიგრძის ნამრავლით;  

მყიდველი ვალდებულია თავად უზრუნველყოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული, ნებართვების, ლიცენზიების თუ ადმინისტრაციული ორგანოების თანხმობის მიღება შესაბამისი სამუშაოების განხორციელების დროს;

მილის დემონტაჟის/მიწიდან ამოღებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, (მათ შორის ტერიტორიიდან გატანამდე) მყიდველს ეკისრება მილის/მისი მონაკვეთის მოვლა-პატრონობის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა. მილის ტრანსპორტირებისა და სხვა ნებისმიერ ხარჯს უზრუნველყოფს მყიდველი;

მყიდველმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, რომ მიწიდან მილების მაქსიმალურად დიდი მონაკვეთის დემონტაჟი/მიწიდან ამოღება განახორციელოს;

მილის/მისი მონაკვეთის დემონტაჟის/მიწიდან ამოღების შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს გამყიდველისა და მყიდველის ერთობლივი აქტით, სადაც მითითებული იქნება მიწიდან ამოღების შეუძლებლობის ობიექტური მიზეზები;

მყიდველის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისას გადახდილი ბე ითვლება მილის ღირებულებაში;

მილის მიწიდან ამოღებასა და ტერიტორიიდან გატანას ახორციელებს მყიდველი საკუთარი სახსრებითა და პასუხისმგებლობით. მყიდველის მიერ მილის/მისი თითოეული მონაკვეთის დემონტაჟის დროს მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტი. მილის/მისი მონაკვეთის ღირებულებას მყიდველი გადაიხდის ამოღებული მილის/მისი მონაკვეთის სიგრძის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში; 

მყიდველს შესყიდული ქონების გატანის უფლება აქვს მას შემდეგ, რაც ის გადაუხდის გამყიდველს მილის/მისი მონაკვეთის ღირებულებას;

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ობიექტის საორიენტაციო ჯამური ღირებულების 0.1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების, ქონების მიწიდან ამოღების, მილის ტერიტორიიდან გატანის, გრუნტის პირველადი მდგომარეობის დაბრუნების ან სხვა ვალდებულების ვადების დარღვევა გაგრძელდება 30 კალენდარული დღის განმავლობაში გამყიდველი უფლებამოსილია ცალხმრიდვად შეწყვიტოს ხელშეკრულება მყიდველისათვის გაგზავნილი შეტყობინებით;

მყიდველმა მილის დემონტაჟთან/მისი მიწიდან ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო უნდა განახორციელოს უსაფრთხოების ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

დასადები ხელშეკრულების ფორმა: ნასყიდობის ხელშეკრულება

პასუხისმგებლობა სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის: 

          

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა გადადის კომპანიის საკუთრებაში; ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად გადადის კომპანიის საკუთრებაში თუ: 
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური; 
გ) დაარღვია  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის პირობები.                                                                                                                                                         აუქციონში გამარჯვებულს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.       

შენიშვნა: ვინაიდან გრაფა გადახდის ბოლო ვადა პროგრამულად წარმოადგენს სავალდებულოდ შესავსებს და შეუძლებელია ზუსტი გადახდის თარიღის განსაზღვრა, მითითებულია არაზუსტი თარიღი. გადახდის პერიოდია 60 დღე, რომელიც აითვლება ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან. აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

;