ამობეჭდვის თარიღი: 15.10.2019 5:48:52
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
დასახელება:სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეთი 100 კვ.მ (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების; კოორდინატები: X - 484515; Y - 5122686; საკ: 64.30.14.199) კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების მიზნით.
განაცხადის #:349FJX119
აუქციონის #: 349
ლოტის #: 1
რაოდენობა: 1.
დაწყება/დასრულება: 29/08/2019 18:00 - 12/09/2019 13:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საწყისი ფასი: 8000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 400 GEL
საგარანტიო თანხა: 1600GEL
დასრულების დრო: 12.09.2019 13:00:00
გაყიდვის ფასი : 8400.0000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“
მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ.N6
ტელეფონი: 971-0322753959
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქიდაბა ბაკურიანი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბაკურიანის სატყეო უბნის ბაკურიანის სატყეო, კვარტალი N9, ლიტერი N29;გადახდის პერიოდი30
ბრძანების ნომერი1225/სრაოდენობა1.
ტელეფონის ნომერი2 75 39 31საკადასტრო კოდი64.30.14.199
Rs რუკის მხარდაჭერა-კვადრატულობა(მ²)100.00
ბუნებრივი გაზი-ელექტრო მომარაგება-
წყალი და კანალიზაცია-მიწის ფართობი(მ²)100.00
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წლამდე
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობამიწის ნაკვეთი კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების მიზნით.
პირობა

1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე:   ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო (ს/კ 204  578  581) - ქ. თბილისი, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი -TRESGE22, სახაზინო კოდი (ანგარიში N707367019) ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.  სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში უზრუნველყოს  ქონების მოვლა-პატრონობა, დაიცვას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობები. ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ტყის დაზიანება. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას "ტყის ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის" მოთხოვნები (მათ შორის გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები).  კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტის ან გასვლის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია ერთი თვის ვადაში საკუთარი ხარჯით მოახდინოს ტყითსარგებლობის ფართობზე განთავსებული ხელშეკრულების შესაბამისი დანართით გათვალისწინებული საკომუნიკაციო ნაგებობის დემონტაჟი და გატანა.

,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

1. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ( სარგებლობის უფლების გადამცემი)  ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას "ტყის ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის" მოთხოვნები (მათ შორის გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები).

5. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).                  

7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას.  

8. გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც  ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული.

9. ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტის ან გასვლის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია ერთი თვის ვადაში საკუთარი ხარჯით მოახდინოს ტყითსარგებლობის ფართობზე განთავსებული ხელშეკრულების შესაბამისი დანართით გათვალისწინებული საკომუნიკაციო ნაგებობის დემონტაჟი და გატანა.

10. სარგებლობაში გადაცემის ვადაა 1 (ერთი) წლამდე.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს "ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601 601; ან სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" საკონტაქტო ნომრებზე: 2 75 39 50; 595 00 06 15; 577 38 02 58;

აღწერილობასახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეთი 100 კვ.მ (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების; კოორდინატები: X - 484515; Y -  5122686; საკ: 64.30.14.199) კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების მიზნით.
;