ამობეჭდვის თარიღი: 17.10.2019 2:17:36
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
დასახელება:ადიგენის რაიონში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 12 192 კვ.მ ფართობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N61.23.21.151) აღნაგობის უფლებით გაცემა
განაცხადის #:29230BVL62121919
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 621219
დაწყება/დასრულება: 06/09/2019 12:00 - 16/09/2019 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საწყისი ფასი: 7200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000.00 GEL
საგარანტიო თანხა: 2160GEL
დასრულების დრო: 16.09.2019 16:00:00
გაყიდვის ფასი : 8200.0000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: ძველი თბილისი / გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქიადიგენი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)აბასთუმანიგადახდის პერიოდი12
ბრძანების ნომერიNო-179 22.08.2019მიწის ფართობი(მ²)12192
სარგებლობაში გადაცემის ვადა45ტელეფონის ნომერი519 197727
Rs რუკის მხარდაჭერა-საკადასტრო კოდი61.23.21.151
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობაელექტრონული აუქციონი ტარდება ადიგენის რაიონში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 12 192 კვ.მ ფართობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N61.23.21.151) აღნაგობის უფლებით გაცემის
მიზნით
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) გადაცემულ ტერიტორიაზე მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს): ტურისტული ბილიკს და ორ ფანჩატურს (ინფრასტრუქტურის არქიტექტურულ-სამშენებლო და
ტექნიკური პარამეტრები დადაგენილია „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმით“);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად/მოსაწყობად მომზადებული არქიტექტურული პროექტი (რენდერი) წინასწარ, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის აღებამდე, შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის განმვალობაში;

დ) ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (100 000 (ასი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

2. აღნაგობის ვადის დასრულების და/ან აღნაგობის უფლების მქონე პირის მიზეზით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ მოწყობილი/აშენებული მთელი ინფრასტრუქტურა, აღნაგობის
უფლების მქონე პირისათვის ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

3. ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

4. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ვადად განისაზღვროს 45 (ორმოცდახუთი) წელი.

5. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვროს 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით) წელიწადში. ამასთან, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ უფლებამოსილია ყოველ 10 (ათი) წელიწადში ერთხელ
მოითხოვოს აღნაგობის საზღაურის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს აღნაგობის საფასური, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება აღნაგობის
ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი.

6. აუქციონში მონაწილეობისათვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს 2 160 (ორი ათას ას სამოცი) ლარით (საწყისი საფასურის 30%) (“ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში, ასევე
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში).

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
;