ამობეჭდვის თარიღი: 17.10.2019 1:33:55
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
დასახელება:ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (სადგურ „მეტეოს“ მიმდებარედ) 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N74.01.16.044) სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემა
განაცხადის #:29230BVL62087519
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 620875
დაწყება/დასრულება: 03/09/2019 12:00 - 13/09/2019 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1197 ბიჯი
საწყისი ფასი: 3600.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000.00 GEL
საგარანტიო თანხა: 1080.00GEL
დასრულების დრო: 13.09.2019 16:00:00
გაყიდვის ფასი : 1200600.0000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: ძველი თბილისი / გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქისტეფანწმინდა
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაგადახდის პერიოდი12
ბრძანების ნომერიო-177მიწის ფართობი(მ²)505.00
სარგებლობაში გადაცემის ვადა35ტელეფონის ნომერი591197727
Rs რუკის მხარდაჭერა-საკადასტრო კოდიN74.01.16.044
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობაელექტრონული აუქციონი ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (სადგურ
„მეტეოს“ მიმდებარედ) 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N74.01.16.044) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს): ღამის გასათევ კოტეჯებს (არანაკლებ 5 ერთეული), კაფეტერიას, ბიოტუალეტს და გარე საშხაპეს;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტები ააშენოს/მოაწყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის N84 დადგენილების დანართი N6-ით დამკიცებული “ტექნიკური რეგლამენტი - ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი
რეგულირების წესი“-ს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტის (ტურისტული ინფრასტრუქტურის პარამეტრი: სიმაღლე − არანაკლებ 2 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 4 მ-ისა და სიგრძე − არანაკლებ 6მ-ისა) შესაბამისად;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმვალობაში.

დ) ამ პუნქტის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო
თანხის (150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად/მოსაწყობად მომზადებული არქიტექტურული პროექტი (რენდერი) წინასწარ, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის აღებამდე, შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“.

2. აღნაგობის ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ მოწყობილი/აშენებული მთელი ინფრასტრუქტურა, აღნაგობის უფლების მქონე პირისათვის ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

3. ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

4. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ვადად განისაზღვროს 35 (ოცდათხუთმეტი) წელი.

5. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვროს 3 600 (სამი ათას ექვსასიი) ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით) წელიწადში. ამასთან, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ უფლებამოსილია ყოველ 10 (ათი) წელიწადში ერთხელ
მოითხოვოს აღნაგობის საზღაურის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს აღნაგობის საფასური, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი.

6. აუქციონში მონაწილეობისათვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს 1 080 (ათას ოთხმოცი) ლარით (საწყისი საფასურის 30%) (“ბე“ უკანდაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში).

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
;