ამობეჭდვის თარიღი: 16.04.2024 15:42:57
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობის მეხუთე სართულზე არსებული 44 კვ.მ ფართის იჯარით გაცემა მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტის განსათავსებლად
განაცხადის #:232323AD23232319
აუქციონის #: 232323
ლოტის #: 232323
დაწყება/დასრულება: 07/08/2019 12:00 - 15/08/2019 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 800.00GEL
დასრულების დრო: 15.08.2019 12:00:00
გაყიდვის ფასი : 410.0000 GEL
საწყისი ფასი: 400.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი
ტელეფონი: 971-2749649
თვისებები
სართული5ლოჯი-
TV-ცხელი წყალი+
გათბობა-კვადრატულობა(მ²)44.00
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-ბრძანების ნომერი733
შენობის ფართობი(მ²)44საკადასტრო კოდი01.13.01.010.085
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
სათავსო-საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა390
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 (ერთი) წელიზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი577 614 477
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601. 2 749 649
მოკლე აღწერილობამზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტის განთავსების მიზნით იჯარით გასაცემი 44 კვ.მ ფართი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული (უზრუნველყოფილია ელ. მომარაგებით, ცივი და ცხელი წყლით). ბიურო არსებული შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოფს ფართის გათბობას და ვენტილაცია-კონდიცირებას. შენობაში ამ დროისთვის დასაქმებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს 350 თანამშრომელი და ბიუროში განთავსებული მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტით ისარგებლებს უმეტესი მათგანი.
პირობა

1.      ფართი იჯარით გაიცემა მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტის განსათავსებლად;

2.      ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით;

3.      სარგებლობაში გადასაცემი ქონების  სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური საწყისი საფასურია 400 ლარი;

4.   უპირობო და გამოუთხოვარი საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს 800 ლარს, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრება აუქციონის დაწყებიდან 390 კალენდარული დღე.  

მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე, მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტის (სასადილოს) განთავსების მიზნით, დროებით სარგებლობაში, იჯარით იღებს, მეიჯარის მფლობელობაში არსებულ ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ.-ზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში მეხუთე სართულზე არსებულ არასაცხოვრებელ ფართს 44 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.13.01.010.085 (შემდგომში „იჯარის საგანი“).

იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

საიჯარო ქირა არ მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და ელექტროენერგიის, დასუფთავების და სხვა კომუნალურ გადასახადებს.

საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ მოხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის დაწყებიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.

მეიჯარე ვალდებულია:

აუქციონის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნულის შემაფერხებელი ობიექტური გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში;

დაიცვას ხელშეკრულების პირობები;

მეიჯარე უფლებამოსილია:

ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;

მოითხოვოს მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. 

მოიჯარე ვალდებულია:

იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით. მოუაროს მას და მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესები;

ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით;

მეიჯარის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა;

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში იჯარით მიღებული იჯარის საგნის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, ხოლო იჯარის საგანზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ერთი თვის ვადაში განახორციელოს აღნიშნული რეგისტრირებული უფლების გაუქმება საჯარო რეესტრში.

დაიცვას ხელშეკრულების პირობები და მეიჯარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

მოიჯარე უფლებამოსილია:

დაუბრკოლებლად ისარგებლოს იჯარის საგნით;

იჯარის საგანი გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის.

ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;

გამოიყენოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. 

5.      ბიჯის სიდიდე: 10 ლარი.

6.      კომუნალური გადასახადების გადახდას უზრუნველყოფს მოიჯარე შესაბამისი საკონტროლო მრიცხველების ჩვენების მიხედვით.

7.      აუქციონში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების შესრულება:

7.1.   მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტის ფუნქციონირება ყოველდღე, შაბათ-კვირისა და „საქართველოს შრომის კოდექსით" გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მათ შორის შესვენების საათებში (13:00-14:00). პროდუქცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მითითებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასებს და საცალო ქსელში ფასების ცვლილების შემთხვევაში, მეიჯარის მოთხოვნით მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ფასების ცვლილება;

7.2.   უზრუნველყოს სასადილოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეტანა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით საკვების მომზადება;

7.3.   კვების ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი, ახალი ცხელი/ცივი საკვები და ცხელი/გამაგრილებელი სასმელები.

7.4.   მზა საკვები პროდუქტების მენიუ დღის განმავლობაში უნდა იყოს მრავალფეროვანი და უნდა მოიცავდეს დანართი #1-ით გათვალისწინებულ სახეობებს.

7.5.   უზრუნველყოს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 ივლისის N320 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვა;

7.6.   უზრუნველყოს ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობების და წესების’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული მოთოვნების დაცვა;

7.7.   მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინოს ,,განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N303/ნ ბრძანების მოთხოვნების სრული დაცვით;

7.8.   არ გამოიყენოს ერთხელ უკვე მოხმარებული ცხიმი და ცხიმის შემცვლელი პროდუქტები ხელმეორედ;

7.9.   მინიმუმ თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კი მეიჯარის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს  3 (სამი) დღეში,  უზრუნველყოს კვების ობიექტში არსებული მოწყობილობების და დანადგარების გენერალური დასუფთავება და დეზინფიცირება;

7.10.  უზრუნველყოს კვების ობიექტების მომსახურე პერსონალი სპეციალური სამოსით.

7.11.  სამზარეულოს პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას საკვების მომზადების სანიტარული წესები, ასევე შეიმოსოს წინსაფარით, ბახილებით, სამზარეულოს ქუდით.

7.12.  აუქციონში მონაწილე სუბიექტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება მსგავსი მომსხაურების მოწოდების (კვების ობიექტით მომსახურბის გაწევა) ჯამური ბრუნვით 250 000 ლარი. ამასთან  მონაწილემ უნდა წარმოადგინოს  სამუშაოს გამოცდილების პერიოდში ერთ–ერთ ობიექტზე  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, ასევე უნდა წარმოადგინოს მსგავსი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით 3 სარეკომენდაციო წერილი, მათ შორის მიმდინარე წლის პერიოდში არანაკლებ 1 წერილისა,  აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი სერტიფიკატ(ებ)ი, სარეკომენდაციო წერილები და გამოცდილების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ გამოცდილებას.

7.13.                    განახორციელოს მომსახურების პუნქტში მზა კერძების შემოტანა და რეალიზება,   კერძების ადგილზე მომზადება შესაძლებელია. მოიჯარე პასუხისმგებელია პროდუქციის ხარისხზე (პროდუქტებზე დაწესებული ცალკეული სტანდარტების სრულად დაკმაყოფილებაზე).

7.14.                    მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტში შემოთავაზებულ კერძებზე და გამაგრილებელ სასმელებზე დაწესებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს ბაზარზე (მსგავს დაწესებულებებში) არსებულ საშუალო ფასებს;

7.15.                    უზრუნველყოს მოხმარებული ჭურჭლის რეცხვა საკუთარი რესურსებით;

7.16.                    დაიცვას ობიექტისა და მისი მომსახურე პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

7.17.                    ზედმიწევნით დაიცვას დაწესებულებაში დადგენილი წესები (უსაფრთხოება, სახანძრო, სამუშაო საათები ა.შ.).

7.18.                    პროდუქციის მოწოდება უზრუნველყოს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაო პროცესს.

7.19.                    მოიჯარე ვალდებულია ობიექტზე განათავსოს საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის ტერმინალი.

8.      საიჯარო ფართში განთავსებულია მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტისთვის აუცილებელი ინვენტარი, რომელიც საიჯარო ფართთან ერთად გადაეცემა ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, კერძოდ: სამზარეულოს სამუშაო მაგიდა (2 ცალი), სამზარეულოს თაროები, ელექტრო და პიცის ღუმელები, სამზარეულოს ნიჟარები (2 ცალი) უზრუნველყოფილი ცივი და ცხელი წყლით.

9.      აუქციონის დაწყების და დასრულების დრო:  დაწყება 2019 წლის 7 ივლისი, დასრულება - 2019 წლის 15 ივლისი; (აუქციონის მიმდინარეობის პერიოდი უნდა განისაზღვროს 8 კალენდარული დღით).

10.  სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონი: 577 61-44-77

11.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარადგინოს მზა საკვების სავარაუდო განფასება დანართი #1–ის მიხედვით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრამაჟი და ფასი.

                                                                                                                                    

დანართი№1

   დასახელება გრამაჟი  ფასი (ლარი)
1 ლორი    
2 მოხარშული კვერცხი    
3 მოხარშული სარდელი    
4 მოხარშული სოსისი    
5 ძეხვი მოყვარული    
6 ბიფსტროგანოვი    
7 საქონლის ხორცის ჩაშუშული    
8 საქონლის ხორცის კატლეტი    
9 კატლეტი კიევური    
10 საქონლის ხორცის სოუზი    
11 საქონლის ხორცის ტოლმა    
12 შქმერული    
13 ტიფტელები საქონლის ხორცის    
14 ტკბილი ფლავი    
15 უზბეკური ფლავი საქონლის ხორცით    
16 ყველის პელმენი    
17 მაკარონი ყველით    
18 მაკარონი ფლოტურად    
19 ბარდის სუპი    
20 ბორში    
21 ბოსტნეული წვნიანი სოკოთი    
22 ბრინჯის სუპი    
23 ჩიხირთმა    
24 მაწვნის წვნიანი    
25 ტარხუნის წვნიანი (სეზონური)    
26 გოგრის წვნიანი    
27 ბოსტნეულის წვნიანი ბროკოლით    
28 ლობიო "კირკაჟი"    
29 მჟავის ასორტი    
30 კალმახი შემწვარი    
31 ორაგული მოხარშული    
32 თევზი შემწვარი    
33 იმერული ყველი    
34 ნადუღი პიტნით    
35 სულგუნი    
36 ბლინი ბოსტნეულით    
37 ბლინი ხორცით    
38 იმერული ხაჭაპური    
39 ლობიანი    
40 მეგრული ხაჭაპური    
41 მჭადი    
42 ბოსტნეულის გარნირი    
43 ბრინჯის გარნირი ბოსტნეულით    
44 კარტოფილი ფრი    
45 კარტოფილი მოხარშული კამით    
46 ახალი კარტოფილი შემწვარი    
47 სოკოს ოჯახური    
48 მექსიკური კარტოფილი    
49 პიურე    
50 წიწიბურა    
51 სპაგეტი მოხარშული    
52 ბრინჯი ვერმიშელით    
53 ბადრიჯანი ცოცხალი ბოსტნეულით    
54 ბადრიჯანი მაიონეზით    
55 ბადრიჯნის რულეტი ნიგვზით    
56 აჯაფსანდალი    
57 ბრინჯი სოკოთი    
58 ისპანახის ფხალი    
59 კარტოფილის და სოკოს სალათი    
60 კომბოსტოს რულეტი ნიგვზითა და სტაფილოთი    
61 კვერცხი მაიონეზში    
62 ლობიო ნიგვზით    
63 მოშუშული ისპანახი    
64 მწვანე ლობიო სეზონური    
65 პრასის ფხალი    
66 ქამა სოკოს სალათა    
67 საქონლის ხორცის სალათი    
68 სალათი "ბერძნული"    
69 სალათი "ცეზარი" ორაგულით    
70 სალათი "ცეზარი"- ქათმით    
71 სალათი "კრაბი ბრინჯით"    
72 სალათი "ლოლოროსა"    
73 სალათი "ოლივიე"    
74 სალათი "ოლივიე" ხორცით    
75 სალათი "ქათმის"    
76 ზეთისხილი    
77 ჭარხლის ფხალი ნიგვზით    
78 ჭარხალი ტყემლით    
79 ჭარხლის სალათი მაიონეზით    
80 ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზით    
81 სტაფილო მაიონეზში    
82 სალათი "ვინეგრეტი"    
83 სალათი ,,შუბა"    
84 ჟულიენი    
85 სებასტიანი    
86 სალათი სამარხო    
87 სალათი მწვანე (სეზონური)    
88 კიტრი–პომიდვრის სალათი    
89 სტაფილო კორეულად    

 

;