ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2024 12:24:30
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მიწახაპია მანქანა „MZ-11“
განაცხადის #:120327RUD61816119
აუქციონის #: 120327
ლოტის #: 618161
რაოდენობა: 1
დაწყება/დასრულება: 07/08/2019 17:00 - 14/08/2019 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 10000GEL
მიმდინარე ფასი : 50000 GEL
საწყისი ფასი: 50000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS
მისამართი: საქართველო, ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ., #45
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქალაქიფოთიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მე-7 კმ, მდ. რიონის მიმდებარე ტერიტორიარაოდენობა1
გადახდის პერიოდი15საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა30
შეფასების თანხა280000სარგებლობაში გადაცემის ვადა2 წელი
ზომის ერთეულიცალიტელეფონის ნომერი577646414
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის აცხადებს ელექტრონულ აუქციონს ბალანსზე არსებული 1 ერთეული მიწახაპია მანქანა „MZ-11“-ის სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე. ერთი წლის საწყისი საიჯარო ღირებულება შეადგენს 50000 ლარს. ტექნიკური მონაცემები იხილეთ თანდართულ ფაილში. დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით მის განთავსების ადგილზე: ფოთი, მე-7 კმ, მდ. რიონის მიმდებარე ტერიტორია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 577 64 64 14.

პირობა

1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პრეტენდენტმა საგარანტიო თანხა უნდა ჩარიცხოს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღები: შპს ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS

საიდენტიფიკაციო კოდი: 419983432

მიმღების ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

ბანკის კოდი: LBRTGE22

მიმღების ანგარიშის ნომერიGE68LB0113110374533000

დანიშნულება: ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის თანხა.

 

2. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე და წლიური საიჯარო ქირის კუთვნილი გადასახდელის გადახდილი ნაწილი არ დაუბრუნდება გამარჯვებულ მონაწილეს და ჩაირიცხება შპს ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS-ის საბანკო ანგარიშზე, თუ:

) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა განაცხადა უარი საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე;

) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა დადგენილ ვადებში სრულად არ გადაიხადა საიჯარო ქირის კუთვნილი გადასახდელი.

 

3. „მოიჯარე ვალდებულია, საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერიდან, არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში მეიჯარეს წარუდგინოს მასთან წინასწარ შეთანხმებული შინაარსის საიჯარო ქონების დაზღვევის პოლისი, სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული უნდა იყოს მეიჯარესათვის სადაზღვევო კომპენსაციის - ფრანშიზის გარეშე ანაზღაურების პირობა, ასევე დაზღვეული უნდა იყოს ყველა რისკი, გამონაკლისად დაიშვება მხოლოდ:

ა) ნივთის ბუნებრივი სარგებლობით გამოწვეული ცვეთა და კოროზია;

ბ) სახელმწიფო უწყების მხრიდან განხორციელებული ჩამორთმევა, კონფისკაცია, რეკვიზიცია;

გ) სამხედრო ღონისძიებები ან საომარი მოქმედებები და მათი შედეგები, სამოქალაქო ომები, ტერორისტული აქტები და მათი შედეგები;

დ) რადიაციული ან რადიოაქტიური დაბინძურების პირდაპირი ან არაპირდაპირი შედეგები, ატომური ენერგიის ნებისმიერ გამოყენებასთან და ფეთქებადი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული შედეგები;

4. სადაზღვევო პოლისი მიზნებისათვის, საიჯარო ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 280 000 (ორას ოთხმოციათასი) ლარს; პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაცია უნდა იყოს ქართულ ბაზარზე მოქმედი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ვალდებულია დაზღვეული რისკი გადაააზღვიოს საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზე, სარეიტინგო სააგენტო „სტანდარტ და პურსის“ (Standart & Poor’s) არაუმცირეს BBB რეიტინგის მქონე კომპანიაში; ქონების დაზღვევის პოლისის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადას; სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნია ქონების „მეიჯარეს“ ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ფორმით დარღვევის შემთხვევისას მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადებში; მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა „მეიჯარე“ ვალდებულია წერილობით შეატყობინოს სადაზღვევო პოლისის გამცემ სადაზღვევო ორგანიზაციას „მოიჯარის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;

 

5. ელექტრონული აუქციონის დამატებითი პირობები დეტალურად იხილეთ მიმაგრებულ ფაილში

;