ამობეჭდვის თარიღი: 19.09.2024 02:29:46
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული სუვენირების დახლის იჯარით სარგებლობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:39307DFH59590819
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 595908
დაწყება/დასრულება: 15/04/2019 17:00 - 22/04/2019 13:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1680.00GEL
დასრულების დრო: 22.04.2019 13:00:00
გაყიდვის ფასი : 2165.0000 GEL
საწყისი ფასი: 2100 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 65.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიბათუმი
კვადრატულობა(მ²)2წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში დუმბაძის ქუჩის გასწვრივ მარჯვენა მხარესმიწის ფართობი(მ²)2
Rs რუკის მხარდაჭერა-სარგებლობაში გადაცემის ვადა2019 წლის 01 დეკემბრამდე
ტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

1. დავით გამრეკელაშვილი - 0422 27 88 08
მოკლე აღწერილობა
გამარჯვებულს უფლება ეძლევა  აწარმოოს კომერციული საქმიანობა 2კვ.მ ფართზე 
პირობა

ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის  კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი;

-  აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ  ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;

 მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული ქონება (სუვენირების დახლი) დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიჯარე ვალდებული იქნება აანაზღაუროს სუვენირის დახლის ღირებულება;

- აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საიჯარო საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

-   გამარჯვებული ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის ბულვართან.

- გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაიხადოს საბოლოოდ დაფიქსირებული საიჯარო თანხა სრულად.

-  გამარჯვებულის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

- აუქციონში გამარჯვებულზე დროებით სარგებლობის უფლება  გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

- იჯარის უფლების  მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული სუვენირების დახლი და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი  გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;

- იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში  უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება (ყოველდღიურად).

-         საჭიროების შემთხვევაში გამარჯვებული შეუძლია ხელშეკრულებისგაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს პსარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სამღებრო სამუშაოები.

-         თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა  იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

-    გამარჯვებულსეკრძალება :

-  სუვენირების დახლის წინ ან/და მიმდებარედ არსებული ტერიტორია გამოიყენოს დამატებით სავაჭრო ადგილად და განალაგოს სხვადასხვა პროდუქცია სარეალიზაციოდ. 

-         სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს არამიზნობრივად;

-   სარგებლობაში მიღებული ქონების ვიზუალური მხარის დამახინჯება, სუვენირების დახლისა და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება (მაგ: მოლბერტების, ბრენდირებული/სარეკლამო ქოლგების და ა.შ.) ;

-         ნებისმიერი სახის ვიზუალის ცვლილება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე უნდა შეთანხმდეს სსიპ ბათუმის ბულვართან;

-         გამარჯვებულს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა;

შენიშნვა:

სსიპ ბათუმის ბულვარი  უფლებას იტოვებს, აუცილებლობიდან გამომდინარე, მოახდინოს სუვენირების დახლის ადგილმონაცვლეობა, მოიჯარესთან შეთანხმების შემდგომ.

;