ამობეჭდვის თარიღი: 24.08.2019 11:59:13
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
დასახელება:სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული სუვენირების დახლის იჯარით სარგებლობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:39307DFH59589619
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 595896
დაწყება/დასრულება: 15/04/2019 17:00 - 22/04/2019 13:00
ლოტის სტატუსი: გაიყიდა
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საწყისი ფასი: 2100 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 65.00 GEL
საგარანტიო თანხა: 1680.00GEL
დასრულების დრო: 22.04.2019 13:00:00
გაყიდვის ფასი : 2165.0000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში ცენტრალურ შადრევნებთან მარცხენა მხარესტელეფონის ნომერი0422 27 88 08
Rs რუკის მხარდაჭერა-კვადრატულობა(მ²)2
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-მიწის ფართობი(მ²)2.00
სარგებლობაში გადაცემის ვადა2019 წლის 01 დეკემბრამდე
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
გამარჯვებულს უფლება ეძლევა  აწარმოოს კომერციული საქმიანობა 2კვ.მ ფართზე


პირობა

ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

-   აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის  კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი;

-  აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ  ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;

-  მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული ქონება (სუვენირების დახლი) დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიჯარე ვალდებული იქნება აანაზღაუროს სუვენირის დახლის ღირებულება;

- აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საიჯარო საწყის  ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

- გამარჯვებული ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის ბულვართან.

- გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაიხადოს საბოლოოდ დაფიქსირებული საიჯარო თანხა სრულად.

-  გამარჯვებულის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

- აუქციონში გამარჯვებულზე დროებით სარგებლობის უფლება  გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

- იჯარის უფლების  მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული სუვენირების დახლი და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი  გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;

-   იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში  უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება (ყოველდღიურად).

- საჭიროების შემთხვევაში გამარჯვებული შეუძლია ხელშეკრულებისგაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს პსარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სამღებრო სამუშაოები.

- თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა  იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

- გამარჯვებულსეკრძალება :

-  სუვენირების დახლის წინ ან/და მიმდებარედ არსებული ტერიტორია გამოიყენოს დამატებით სავაჭრო ადგილად და განალაგოს სხვადასხვა პროდუქცია სარეალიზაციოდ. 

- სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს არამიზნობრივად;

- სარგებლობაში მიღებული ქონების ვიზუალური მხარის დამახინჯება, სუვენირების დახლისა და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება (მაგ: მოლბერტების, ბრენდირებული/სარეკლამო ქოლგების და ა.შ.) ;

-  ნებისმიერი სახის ვიზუალის ცვლილება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე უნდა შეთანხმდეს სსიპ ბათუმის ბულვართან;

-  გამარჯვებულს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა;

შენიშნვა:

სსიპ ბათუმის ბულვარი  უფლებას იტოვებს, აუცილებლობიდან გამომდინარე, მოახდინოს სუვენირების დახლის ადგილმონაცვლეობა, მოიჯარესთან შეთანხმების შემდგომ.

აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

1. დავით გამრეკელაშვილი - 0422 27 88 08

;