|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქ. ჩხოროწყუში, დ. აღმაშენებლის ქ. #5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი რაიაღმასკომის შენობა) პრივატიზება დემონტაჟის მიზნით
განაცხადის #:96957NMW58315019 აუქციონის #: 96957 ლოტის #: 583150 დაწყება/დასრულება: 26/02/2019 16:00 - 07/03/2019 17:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 9 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1500GEL
დასრულების დრო: 07.03.2019 17:04:00
გაყიდვის ფასი : 28500.0000 GEL
საწყისი ფასი: 15000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1500 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მისამართი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი,აღმაშენებლის ქ#1 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ.№5 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ჩხოროწყუ | ბრძანების ნომერი | 260-ს | საკადასტრო კოდი | 46.02.32.079 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 30 | ტელეფონის ნომერი | 599 85 66 07 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ჩხოროწყუს დ. აღმაშენებლის ქ. # 5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი რაიაღმასკომის შენობა) პრივატიზება ხდება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით, დემონტაჟის მიზნით, მიმაგრებული მიწის გარეშე. აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“ (აგრეთვე მიმაგრებულია ფაილი), ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები“, ამ წესებში იხილეთ ასევე აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ქონების მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები. ყურადღება:
ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. ვებგვერდზე www.eauction.ge-ზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი „ ბე“-ს ნაცვლად წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის ვადას. აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები. აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე www.eauction.ge აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დაათვალიეროს საპრივატიზებო ობიექტი. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“განსაზღვრული წესი ან/და პირობები. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს საკონტაქტო პირს გოჩა ჩიქოვანს, მობ: 599 85 66 07 (მის: ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ.№1, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია). |
მოკლე აღწერილობა | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. #5-ში მდებარე 657.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (ყოფილი რაიაღმასკომის შენობა), საერთო ფართით 1390.35 კვ.მ. (I სართული - 525.12 კვ.მ. II სართული - 520.1 კვ.მ., III სართული - 345.13 კვ.მ.). |
პირობა |
1.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს შენობის სრული დემონტაჟი, დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ; ბ) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების, სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის მოწესრიგება-დასუფთავება დემონტაჟისთვის განსაზღვრულ ვადაში; გ) სადემონტაჟო სამუშაოები განახორციელოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით; დ) დემონტაჟი (ტერიტორიის მოწესრიგება-დასუფთავების ჩათვლით) დაასრულოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში; ე) აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი სრულად გადაიხადოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |