ამობეჭდვის თარიღი: 17.09.2019 18:14:55
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
დასახელება:დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:28894BTZ58257319
აუქციონის #: 28894
ლოტის #: 582573
დაწყება/დასრულება: 07/02/2019 12:00 - 15/02/2019 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საწყისი ფასი: 18 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 4 GEL
საგარანტიო თანხა: 14GEL
მიმდინარე ფასი : 18 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: დმანისის მუნიციპალიტეტი
მისამართი: დმანისის რაიონში / წმინდა ნინოს ქ. #41
ტელეფონი: 995-0360222323
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქიდმანისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დმანისი, საზაფხული საძოვარიტელეფონის ნომერი599856760
საკადასტრო კოდი82.17.42.123Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ბუნებრივი გაზი-
ელექტრო მომარაგება-მიწის ფართობი(მ²)19546
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა700სარგებლობაში გადაცემის ვადა2 წელი
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

ა) 19546.00 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი

ბ) დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს ლია ციხელაშვილს. მის:ქ. დმანისი წმინდა ნინოს ქ. N41, ტელ: 599 85 67 60

პირობა

ა)         საიჯარო ქირა მოიჯარემ უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით უნდა წარუდგინოს  2019 წლის პერიოდზე საიჯარო ქირის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მხოლოდ ამ დოკუმენტის წარდგენისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გადახდის განხორციელების დადასტურების შემდეგ ენიჭება მოსარგებლეს მიწის ნაკვეთ(ებ)ით სარგებლობის უფლება, ხოლო მომდევნო წლის (2020 წლის სარგებლობის პერიოდზე) საიჯარო ქირა უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 2020 წლის 01 აპრილისა, აღნიშნულ ვადაში, საიჯარო ქირის სრულად გადაუხდელობა ჩაითვლება ხელშეკრულების პირობების დარღვევად და წარმოადგენს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველს.

ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირს უფლება არ აქვს სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთ(ებ)ი მესაკუთრის (დმანისის მუნიციპალიტეტის მერია) წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს სარგებლობის უფლებით. მოსარგებლე ვალდებულია სარგებლოაში გადაცემული მიწის ნაკვეთ(ებ)ი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ. მიწის ნაკვეთ(ებ)ის არადანიშნულებისამებრ გამოყენება ჩაითვლება ხელშეკრულების პირობების დარღვევად და მესაკუთრე უფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.

გ) იჯარის ვადა შეადგენს 2 კალენდარულ წელს, აქედან პირველი კალენდარული წელი ითვლება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე კალენდარული წელი 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს იჯარის ვადას არანაკლებ 7 კალენდარული დღით.

ე) საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის  შემთხვევაში სარგებლობის  უფლების  მიმღების  მიერ  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

ვ) თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებულიპირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ანწარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვისგადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

ა) აღნიშნული მიწის ფართობი წარმოადგენს - სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწას, ადგილმდებარეობა დმანისი, სოფელი საკირე,  ფართობი  19546.00.00 კვ.მ

ბ) აუქციონში გამარჯვებულ პირსა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის შესაბამისი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში

გ) საწყისი თანხა შეადგენს წლიურ საიჯარო ქირას წელიწადში 18,00 ლარს, სადაც არ შედის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთით გათვალისწინებული თანხა

;