ამობეჭდვის თარიღი: 10.05.2025 05:34:01
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები
განაცხადის #:45989BQ57874719
აუქციონის #: 45989
ლოტის #: 578747
დაწყება/დასრულება: 22/01/2019 16:00 - 30/01/2019 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 5000GEL
მიმდინარე ფასი : 0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქაერონავიგაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი; 0158
ტელეფონი: 995-322744212
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიRs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა200
ტელეფონის ნომერი577114445; 577223311
;
აღწერილობა
აღწერილობა

 სადემონტაჟო შენობა ორსართულიანია,აშენებულია აგურითა და ბლოკით, სართულთა შორის გადახურვა რკინა/ბეტონისაა (ე.წ. "სიმკარი"), სახურავი ხის მასალისაა, ოთხმხრივ დაფერდებულია,გადახურულია შავი ლითონის სახურავით, შენობის იატაკი აყრილია, კარ/ფანჯარა მოხსნილია, შენობის კედლებზე შეინიშნება ბზარები.

სადემონტაჟო შენობას ესაზღვრება ს/კ 01.19.25.015.065 -ზე განთავსებული შენობა, რომელთაც გააჩნიათ ერთი საერთო კედელი.

N მისაღები მასალების ჩამონათვალი ზომის   ერთეული სავარაუდო რაოდენობა
1  სილიკათის თეთრი აგური ცალი 25000
2   წითელი აგური ცალი 1500
3   ბლოკი ცალი 1500
4  გადახურვის ფილა (სიმკარი) ზომით 6მ*0,90მ ცალი 90
5 სახურავში არსებული ხის მასალა შეშის სახით კუბ/მეტ 25
6 შავი ლითონის ჯართი (სახურავისა და სხვათა სახით) ტონა 0,8

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601


მოკლე აღწერილობა

შპს `საქაერონავიგაციის”  ბალანსიდან ჩამოწერილი ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ #01.19.25.015.006) განთავსებული შენობა-ნაგებობის (#1, საერთო ფართით 780,48 კვ.მ)  დემონტაჟისა და სამშენებლო ნაგავის ტერიტორიიდან გატანის მიზნით მეორადი სამშენებლო მასალების გაყიდვა პირობებით.

1.  

პირობა

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
იმ შემთხვევაში, თუ ქონების განმკარგავმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეებს გადახდილი საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შპს ’საქაერონავიგაციის“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს.
ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადში.
გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გადახდილი საგარანტიო  თანხა არ უბრუნდება.
თუ აუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის აუქციონში მის მიერ დასახელელებულ თანხას, მას ერთმევა  გამარჯვებულის სტატუსი, ხოლო საგარანტიო სახით გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.
ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდება აუქციონის დასრულების  შემდეგ.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული  დღის ვადაში წარმოადგინოს დემონტაჟის პროექტი (დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი - გრაფიკით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შენობის შემოღობვის, სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით).

აუქციონში გამარჯვებულმა უზრუნველყოს ბუნებრივი აირის აღმრიცხველი კვანძის (გაზის მრიცხველი) შპს "ყაზტრანსგაზთან" შეთანხმებით გადატანა.
აუქციონში გამარჯვებულმა უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის დასუფთავება და მოსწორება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ  დემონტაჟის ნებართვის გაცემიდან, ნებართვით დადგენილ ვადებში.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია მსგავსი სამშენებლო-სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელების 5 წლიანი გამოცდილების შესახებ (ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების სახით)

სააუქციონო პირობებისა და დემონტაჟის ნებართვით დადგენილი ვადების დარღვევის შემთვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება ჯარიმა, ყოველ გადაცილებულ დღეზე 200 ლარის ოდენობით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;