ამობეჭდვის თარიღი: 10.05.2025 05:30:32
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის საქვაბის დემონტაჟი
განაცხადის #:33665CNF57674619
აუქციონის #: 33665
ლოტის #: 576746
დაწყება/დასრულება: 15/01/2019 12:30 - 23/01/2019 10:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 351 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 70GEL
დასრულების დრო: 23.01.2019 10:14:00
გაყიდვის ფასი : 1955.0000 GEL
საწყისი ფასი: 200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლა
მისამართი: თერჯოლის რაიონში / სოფ.ახალთერჯოლა
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ახალთერჯოლაქვეყანასაქართველო
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი5
ტელეფონის ნომერი577652912
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს საქვაბის შენობაზე.

სადემონტაჟო  საქვაბის  შენობა   მდებარეობს  თერჯოლის  მუნიციპალიტეტის   სოფ.  ახალთერჯოლაში,   საჯარო   სკოლის ტერიტორიაზე. არსებული საქვაბის  შენობა (02/1)  არის   ერთსართულიანი, მართკუთხედის  ფორმის,   ზომებით   ღერძებში  6x10  მ. საძირკვლები-მონოლითური   რკ/ ბეტონის. მზიდი კედლები -  ბეტონის   წვრილი   საკედლე   ბლოკებით. დახურვა-   ანაკრები   რკ/ბეტონის   წიბოვანი   ფილებით.   სახურავი - ბრტყელი,   დაფარულია   აზბესტცემენტის   შიფერით. საქვაბეს   გააჩნია   22     სიმაღლის   ლითონის   საკვამლე   მილი. საქვაბიდან   სკოლის   შენობამდე   დგარებზე   დამონტაჟებულია   50    სიგრძის   ლითონის   გათბობის   მილი.

საქვაბის   შენობის   კედლები     დაბზარული   და   ნაწილობრივ   ჩამონგრეულია.  დახურვის  წიბოვანი    ფილები   დაბზარულია.  საქვაბის   შენობა,   საკვამლე   მილი  და   გათბობის   მილები  (დგარებზე)   ექვემდებარება   დემონტაჟს.

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის საქვაბის შენობის დემონტაჟის ხანგრძლივობა შეადგენს შეადგენს 1.5 თვეს. მათ შორის მოსამზადებელი  სამუშაოების პერიოდი 4 დღე.

მოკლე აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია:   სკოლის დირექტორი ნინო თოდიძე

ტელ: 577652912
პირობა

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლის ბალანსზე არსებული საქვაბის შენობაზე.

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს  საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული  მეორადი სამშენებლო მასალები.

შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 სექტემბრის  N45/4937 სანებართვო მოწმობით.

1. აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ,,სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის საქვაბის შენობის დემონტაჟზე"  შედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად

2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ – თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზედემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგებისგადაცემის სანაცვლოდ, ასევეგამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით;

3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები;

5. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან  5(ხუთი)  სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიაასეთ შემთხვევაშისაქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკოგარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას;

6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლადგამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოოანგარიშიწარმოდგენილი           დოკუმენტაციის  შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშოების  მიღება-ჩაბარების  აქტირაც  წარმოადგენს  ,,მყიდველის ''  მიერ  ხელშკრულებით  ნაკისრი  ვალდებულებების  შესრულების  დადასტურებას;

7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირებამაგრამ ამის მიუხედავადელექტრონული აუქციონი შედგაწარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს

8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზითრომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაშიელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში

9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტშითუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა;

 

11.     მიმაგრებულ ფაილებში , იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას დასარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებაასევე, იხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო  პროექტიგეგმა-გრაფიკი; სადემონტაჟო გეგნ-გეგმა.

;