|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის დამხმარე შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:28263BNS57663719 აუქციონის #: 28263 ლოტის #: 576637 დაწყება/დასრულება: 11/01/2019 14:00 - 17/01/2019 14:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 60GEL
დასრულების დრო: 17.01.2019 14:00:00
გაყიდვის ფასი : 105.0000 GEL
საწყისი ფასი: 100 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლა მისამართი: თერჯოლის რაიონში / სოფ.ალისუბანი ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ალისუბნის თემი N1 საჯარო სკოლა | ქვეყანა | საქართველო | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 5 | ტელეფონის ნომერი | 577977584 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს დამხმარე შენობაზე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ალისუბნის თემის N 1 საჯარო სკოლის ძველი შენობა ( 02/1) არის ერთსართულიანი, გეგმაში არის მართკუთხედის ფორმის, ზომებით 11X 30 მ. შენობის მზიდი კედლები ნაშენია წვრილი საკედლე ბლოკებით. სახურავის კონსტრუქციები არის ხის. გადახურვის კონსტრუქციები-ხის. შენობის სახურავი დაფარულია აზბესტცემენტის შიფერით. საძირკვლები- ყორექვის. შენობის კედლები დაბზარულია, ბზარების გახსნა 3-4 სმ-ს აღწევს. ხის სახურავი ჩამოწოლოლია. შენობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი სრულადაა ამორტიზებული. სკოლის ძველი უფუნქციო შენობა ექვემდებარება დემონტაჟს. სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის დამხმარე შენობის დემონტაჟის ხანგრძლივობა შეადგენს შეადგენს 1.5 თვეს, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა - 0.15 თვე. |
მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო ინფორმაცია: სკოლის დირექტორი დავით კუტივაძე ტელ: 577977584 |
პირობა | სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლის ბალანსზე არსებულ დამხმარე შენობაზე. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 7 სექტემბრის N45/5075 სანებართვო მოწმობით. 1. აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ,,სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის დამხმარე შენობის დემონტაჟზე" შედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად; 2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ – თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) გადაცემის სანაცვლოდ, ასევე, გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით; 3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები; 5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკოგარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას; 6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ,,მყიდველის '' მიერ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას; 7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავადელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა;
11. მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას დასარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება; ასევე, იხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო პროექტი; გეგმა-გრაფიკი; სადემონტაჟო გეგნ-გეგმა.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |