|
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული 236.42 კვ.მ. ფართი და 9.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აუზის ფუნქციონირებისა და აუზისთვის საქვაბის აშენების მიზნით
განაცხადის #:65143GZH57433118
აუქციონის #: 65143
ლოტის #: 574331
დაწყება/დასრულება: 26/12/2018 11:00 - 31/12/2018 12:00
დასრულების დრო:
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა:
2000GEL
დასრულების დრო: 31.12.2018 12:00:00
გაყიდვის ფასი :
12010.0000 GEL
საწყისი ფასი: 12000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
|
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #207 საჯარო სკოლა
მისამართი: გლდანი-ნაძალადევი / ჩარგლის ქ 34
ტელეფონი: 971-
|
აღწერილობა | იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული ჯამში 236.42 კვ.მ. ფართი (საცურაო აუზი: 138.14 კვ.მ.; გასახდელები: 21.83 კვ.მ., 23.43 კვ.მ.; საშხაპეები: 3.53 კვ.მ., 3.67 კვ.მ.; ექიმის კაბინეტი: 11.33 კვ.მ.; დერეფანი: 25.1 კვ.მ.; საპირფარეშოები: 3.42 კვ.მ., 3.67 კვ.მ.; საკუჭნაო: 2.3 კვ.მ.) აუზის ფუნქციონირებისა და 9.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აუზის ფუნქციონირებისათვის საქვაბის აშენების მიზნით 10 (ათი) წლის ვადით. |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისათვის დუკავშირდით, სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ ჩხაიძეს ტელ.: 577 93 00 84
|
|
პირობა | იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული ჯამში 236.42 კვ.მ. ფართი (საცურაო აუზი: 138.14 კვ.მ.; გასახდელები: 21.83 კვ.მ., 23.43 კვ.მ.; საშხაპეები: 3.53 კვ.მ., 3.67 კვ.მ.; ექიმის კაბინეტი: 11.33 კვ.მ.; დერეფანი: 25.1 კვ.მ.; საპირფარეშოები: 3.42 კვ.მ., 3.67 კვ.მ.; საკუჭნაო: 2.3 კვ.მ.) აუზის ფუნქციონირებისა და 9.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აუზის ფუნქციონირებისათვის საქვაბის აშენების მიზნით; 1. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს; 2. ფართი იჯარით გაიცემა 10 (ათი) წლის ვადით; 3. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადის (ელექტროენერგია, გაზი და წყალი) გადასახადი; 4. მოიჯარე ვალდებულია თვითონ მოახდინოს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის განმხოლოება და დამოუკიდებლად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები; 5. მოიჯარე ვალდებულია თავად უზრუნველყოს საიჯარო ფართის სრული რეაბილიტაცია, აღჭურვოს საიჯარო ფართი შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით; გარდა ამისა, მოიჯარე ვალდებულია აუზით მოსარგებლე პირებისათვის შექმნას დამოუკიდებელი შესასვლელი, კერძოდ მოახდინოს კიბის გარედან მიშენება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება აუზის ტერიტორიაზე შესვლა. 6. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს: აუზის გათბობის სისტემის საქვაბისა და დამოუკიდებელი შესასვლელი კიბის აშენების უფლებისა მოპოვება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქალაქ თბილისის მერიაში, აღნიშნული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის პროექტის/პროექტების შემუშავება და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმება, ასევე, საქვაბის სამშენებლო და კიბის მიშენების სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა საკუთარი ხარჯით; 7. მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და ჰიგიენური ნორმები; ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 28 იანვარს N41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები’’, მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას. 8. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 9. მეიჯარე იტოვებს უფლებას გააკონტროლოს აუზის საქმიანობა საკუთარი საქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 10. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; 11. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს იტოვებს უფლებას, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე; 12.საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე). 13. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება მოხდება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო საიჯარო თანხის გადახდა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმების 5 თვიდან, როცა განხორციელდება აუზის ექსპლოატაციაში შესვლა. 14. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 15.თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 16. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 17. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.; 18. მოიჯარე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი იმ შემთხვევაში, თუ საცურაო აუზის ექსპლუატაციამ გამოიწვია საჯარო სკოლის შენობა-ნაგებობების დაზიანება, ან მისი მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესება; 19. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას; 20. მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ - 1) “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება; 2) საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 28 იანვარს N 41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების’’ შესახებ.
|