ამობეჭდვის თარიღი: 10.05.2025 05:31:44
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N158 საჯარო სკოლის აუქციონი შენობა-ნაგებობა N2-ის დემონტაჟის შესახებ
განაცხადის #:38870DCU57087818
აუქციონის #: 38870
ლოტის #: 570878
დაწყება/დასრულება: 10/12/2018 17:30 - 17/12/2018 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 2300 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000GEL
დასრულების დრო: 17.12.2018 12:18:00
გაყიდვის ფასი : 23000.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #158 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში ვალენტინ თოფურიძის მე-2 გასასვლელი 2
ტელეფონი: 971-2524637
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ვალენტინ თოფურიძის მე-2 გასასვლელის 2 (ძვ.გოძიაშვილის მე-2 შესახვევის N21)ქვეყანასაქართველო
მიწის ფართობი(მ²)10019შენობის ფართობი(მ²)1410.4
საკადასტრო კოდი01.10.10.021.025Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი0ტელეფონის ნომერი577 93 00 43
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ ქალაქ თბილისის N158 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის შენობა-ნაგებობის N2-ის დემონტაჟის შესახებ.

ქ. თბილისის №158 საჯარო სკოლის შენობა მდებარეობს ვალენტინ თოფურიძის მე-2 გასასვლელის 2-ში.(ძვ.გოძიაშვილის მე-2 შესახვევის N21) საჯარო სკოლის შენობა შესდგება №1,№2 და №3 შენობანაგებობებისგან.

ამჟამად ექსპლუატაციაში არის მხოლოდ სამსართულიანი №3 შენობა, რომელშიც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სკოლის №2 და №1 ნაგებობები დღეის მდგომარეობით დაუმთავრებელია . ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტთა მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა №005299-2012/03/2-ის თანახმად, №2 ნაგებობა არის ერთსართულიანი,სარდაფით.ზომებით გეგმაში 34,4x41,0 მ. ნაგებობა არის კარკასული ტიპის,შესრულებულია რკ/ბეტონის ანაკრები ელემენტებით.ასეთ დაუმთავრებელ მდგომარეობაში ნაგებობა იმყოფება 20 წლის განმავლობაში. ნაგებობას ერთი მხრიდან კედელი არ გააჩნია,მეორე მხარეს კედლის შევსება შესრულებულია მსხვილი ბეტონის ბლოკებით. იატაკის ღრუტანიანი ანაკრები რკ/ბეტონის ფილები ეყრდნობიან ანაკრებ რანდკოჭებს,რომელიც დადებულია საძირკვლის კედლის ზედა წახნაგზე. რანდკოჭი თავისი დანიშნულებით და კონსტრუქციული ტიპის მიხედვით უნდა იყოს ორ საყრდენზე მდებარე კოჭი.

ტოტალური ხასიათი აქვს მარილების ლაქების გამოტანას რიგელების და ფილების ზედაპირზე.ბევრ ადგილში ჩამოშლილია დამცავი შრე,დაჟანგულია მუშა არმატურა,მას აქვს განცდილი ცვეთა. გადახურვის ფილების დიდი ნაწილი სადემონტაჟოა. საექსპერტო დასკვნის თანახმად,№2 ნაგებობის (კარკასული) მზიდი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სვეტებს ესაჭიროებათ გამაგრება. დაზიანებულია რიგელებისა და სვეტების შეერთებების კვანძები. გადახურვის რკინის კონსტრუქცია რკ/ბეტონის ღრუტანიან ფილებთან ერთად უნდა იქნას დემონტირებული.გადახურვის ღრუტანიანი ფილები მთლიანად ექვემდებარება დემონტაჟს. სააგენტოს თანამშრომლების მიერ შესწავლილი იქნა №2 ნაგებობის სარდაფის გადახურვის რკ/ბეტონის კონსტრუქციაც. ღრუტანიანი ფილების და რიგელების მდგომარეობა სარდაფშიც არადამაკმაყოფილებელია.კონსტრუქციების მუშა არმატურა მასიურად არის გაშიშვლებული და დაჟანგული. აღნიშნულ მდგომარეობაში №2 ნაგებობის აღდგენა-გაძლიერება არის არარენტაბელურია და ის ექვემდებარება დემონტაჟს.

ქ. თბილისის №158 საჯარო სკოლის შენობის №2 ნაგებობის დემონტაჟის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სნდაწ 1.04.03-85 – „მშენებლობის ხანგრძლივობის ნორმები“-ს და დამხმარე „სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო სამუშაოთა ხანგრძლივობის განსაზღვრა“-ს საფუძველზე და შეადგენს სამუშაოების დაწყებიდან -3 თვეს, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა-0,5 თვე. ცალკეულ სადემონტაჟო სამუშაოთა ტქნოლოგიური თანამიმდევრობა და ხანგრძლივობა მოცემულია „სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარულ გეგმა“-ში.

მოკლე აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია:

სსიპ ქალაქ თბილისის N158 საჯარო სკოლის დირექტორი - მაია მელქაძე

T: 577 93 00 43

T2: 599 97 13 83

პირობა

სსიპ ქალაქ თბილისის N158 საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლის შენობა-ნაგებობა N2-ის  დემონტაჟზე. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსმიერ  2015 წლის 20 ივლისის წერილით N5/43870 ასევე ნებართვა გაცემულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N4248842 ბრძანებით.


1. აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამაცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ "ქალაქ თბილისის N158 საჯარო სკოლის შენობის N2 დემონტაჟი" შედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ ქალაქ თბილისის N158 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) გადაცემის სანაცვლოდ. გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენები ტერიტორიიდან გაიტანოს. ასევე, მოახდინოს შენობის საძირკვლის დემონტაჟი და მოასწოროს (ამოავსოს) ტერიტორია;
3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები;
5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ,,მყიდველსა" და ,,გამყიდველს" შორის ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენსმყიდველისმიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას;
7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;
8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;
9. ელექტორნული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო გარანტია და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუციონში მონაწილეობა;
11.  აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ განმკარგველ ორგანიზაციას.
 

მიმაგრებულ ფაილებში იხილეთსახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცებისშესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და მოცემულ დემონტაჟთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

;