ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 12:49:19
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბაღდათში წერეთლის ქ. N16-ში მდებარე არასასოფლო მიწის ნაკვეთი დ მასზე განთავსებულლი შენობა (ყოფილი სახანძროს შენობა)
განაცხადის #:29800BXS56959818
აუქციონის #: 29800
ლოტის #: 569598
დაწყება/დასრულება: 04/12/2018 16:59 - 14/12/2018 16:59
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 2 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 45000GEL
დასრულების დრო: 14.12.2018 16:59:00
გაყიდვის ფასი : 180000.0000 GEL
საწყისი ფასი: 150000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 15000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ბაღდათის რაიონში / წერეთლის 9
ტელეფონი: 971-598923406
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)წერეთლის ქ. N16კონდიციონერი-
ბრძანების ნომერი41 1483საკადასტრო კოდი30.11.33.288
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ლიფტი-ბუხარი-
ავეჯი-აივანი-
ლოჯი-TV-
ქვეყანასაქართველოქალაქიბაღდათი
ცხელი წყალი-გათბობა-
სათავსო-გადახდის პერიოდი30
ტელეფონის ნომერი598389898
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

პირობა

     ბაღდათის მუნიციპალიტეტი აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქ. ბაღდათში, წერეთლის ქ. N 16-ში მდებარე 30.11.33.288 საკადასტრო კოდზე მდებარე ქონების პრივატიზებაზე.

მყიდველი ვალდებულია:

ა) მუნციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია (ტურისტული ობიექტის მოწყობა);

გ)აუქციონის დასრულებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს 30 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;

ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ჩაირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება;

ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, მყიდველს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

აუქციონის შედეგების ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარმოადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, (არ დადებენ ბიჯს) ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას, მის. ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. N9

საკონტაქტო პირი: მირიან ფულარიანი, ტელ. 598389898

 

 

 

;