ამობეჭდვის თარიღი: 10.05.2025 05:32:57
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:113743QKG56895918
აუქციონის #: 113743
ლოტის #: 568959
დაწყება/დასრულება: 30/11/2018 15:00 - 06/12/2018 10:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 9900 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000GEL
დასრულების დრო: 06.12.2018 10:22:00
გაყიდვის ფასი : 49500.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: დედოფლისწყაროს რაიონი / სოფ.ზემო ქედი
ტელეფონი: 995-577243018
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლაRs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი0შეფასების თანხა0
ტელეფონის ნომერი577243018ქვეყანასაქართველო
ქალაქიდედოფლისწყარომიწის ფართობი(მ²)8820
შენობის ფართობი(მ²)2032.8საკადასტრო კოდი52.09.32.281
;
აღწერილობა
აღწერილობა

 სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის ბალანსზე რიცხულ შემდეგ ობიექტებზე: 1) სკოლის შენობის ორსართულიანი ნაკვეთური 2) სკოლის შენობის სამსართულიანი ნაკვეთური ორსართულიანი ნაკვეთური აშენებულია 1920 წელს, ზომებით გეგმაში 13.0 x48.4 მ. მზიდი კედლები- წითელი აგურის, თლილი ქვების ჩანართებით .საძირკველი-ყორექვის. გადახურვები და დახურვა - ხის კონსტრუქციებით. სახურავი -ქანობიანი, ხის.

ორსართულიანი ნაკვეთური იმყოფება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში და ექვემდებარება დემონტაჟს. სკოლის სამსართულიანი ნაკვეთურის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გაცემული აქვს დასკვნა (N000871117, 13. 03. 2017 წ.), რომელშიც აღნიშნულია:1) სამსართულიანი ნაკვეთური გეგმაში სწორკუთხა ფორმისაა, ზომებით 13X21.9 მ.ნაგებობას აქვს ორი სრული სართული და ნახევარსარდაფის სართული. კედლები- წითელი აგურის და ქვის წყობით. გადახურვები-ხის და ლითონის კოჭებით.შენობას გააჩნია რკ/ბეტონის სარტყელი. სახურავი-ხის, აზბესტცემენტის ბურულით. საძირკვლები-ლენტური, მონოლითური რკ/ბეტონის.
გამოკვლევით დადგინდა, რომ შენობა მთლიანობაში დეფორმირებულია. კედლები დაბზარულია, მნიშვნელოვანი გახსნილობებით. ნალესი ჩამოშლილია.ღიობების ზღუდარები ავარიულია დადეფორმირებულია. სარდაფის კედლებში შეინიშნება ნესტიანი და დაობებული კედლები. ამორტიზებულია და დაზიანებულია ხის კიბის უჯრედი. დაზიანებულია რკ/ბეტონის კიბე, იატაკები და კარებები. აქედან გამომდინარე, სამსართულიანი ნაკვეთური სადემონტაჟოა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ქედის N 1 საჯარო სკოლის შენობის ორსართულიანი და სამსართულიანი ნაკვეთურების დემონტაჟის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სნდაწ 1.04.03-85 – „მშენებლობის ხანგრძლივობის ნორმები“-ს და დამხმარე „სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო სამუშაოთა ხანგრძლივობის განსაზღვრა“-ს საფუძველზე და შეადგენს სამუშაოების დაწყებიდან 3 თვეს, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა-0,5 თვე.

მოკლე აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია:

სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით სეთური 

T 577 24 30 18

პირობა

სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს 1. სკოლის შენობის ორსართულიანი ნაკვეთურის და  2. სკოლის შენობის სამსართულიანი ნაკვეურის  დემონტაჟზე. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის მიერ  2018 წლის 7 აგვისტოს წერილი #9/44219, ასევე ნებართვა გაცემულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის # 708 ბრძანებით.

1. აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამაცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „ სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლის შენობის ორსართულიანი და სამსართულიანი ნაკვეთურის დემონტაჟზე“ შედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად.

2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) გადაცემის სანაცვლოდ, ასევე, გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით;

3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები;

5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ,,მყიდველსა" და ,,გამყიდველს" შორის ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას;

7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

9. ელექტორნული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო გარანტია და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუციონში მონაწილეობა;

11.  აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ განმკარგველ ორგანიზაციას.

 მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცებისშესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და მოცემულ დემონტაჟთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

;