ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 10:41:38
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქი ფოთი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა N69-ში მდებარე 34.84 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი
განაცხადის #:29193BVA56552118
აუქციონის #: 29193
ლოტის #: 565521
დაწყება/დასრულება: 16/11/2018 17:00 - 30/11/2018 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1045.20GEL
დასრულების დრო: 30.11.2018 17:00:00
გაყიდვის ფასი : 6968.0000 GEL
საწყისი ფასი: 3484.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3484.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ფოთში / დ.აღმაშენებლის ქ. 12
ტელეფონი: 995-0493221359
თვისებები
კვადრატულობა(მ²)34.84ქუჩა(დასახელება/ნომერი)ალექსანდრე პუშკინის ქუჩა N69
კონდიციონერი-ბრძანების ნომერი04/321
საკადასტრო კოდი04.01.14.179.01.510Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ავეჯი-აივანი-
ლოჯი-TV-
ქვეყანასაქართველოქალაქიფოთი
ცხელი წყალი-გათბობა-
სათავსო-სართული1
გადახდის პერიოდი15შეფასების თანხა3484.00
ტელეფონის ნომერი0493221359
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

ქალაქ ფოთში, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა N69-ში მდებარე 34.84 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.14.179.01.510, პირველი სართული).

არასაცხოვრებელ ფართში განთავსებულია კერძო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები.

04.01.14.179.01.510 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია 34.84 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (ერთი საკადასტრო ერთეული), რომელსაც გააჩნია ორი კარი (კორპუსის წინა ფასადზე), ხოლო ფართი გატიხრულია ბლოკის კედლით.

საპრივატიზაციო ფართის უკან მდებარეობს არასაცხოვრებელი ფართი, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი/გასასვლელი არ გააჩნია და იქ შესვლა/გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ საპრივატიზაციო ფართის გავლით.

საპრივატიზებო უძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება მუნიციპალიტეტისა ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე" ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

ყურადღება!

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ,,ბე" სრულად ირიცხება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ: 

1.ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

2.ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0493 22-13-59.

;