ამობეჭდვის თარიღი: 10.05.2025 03:38:33
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის საქვაბისა და საწყობის შენობების დემონტაჟი
განაცხადის #:111977QBO55416318
აუქციონის #: 111977
ლოტის #: 554163
დაწყება/დასრულება: 16/10/2018 15:05 - 22/10/2018 15:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000GEL
მიმდინარე ფასი : 3081 GEL
საწყისი ფასი: 3081 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ. მაწიმის საჯარო სკოლა
მისამართი: ლაგოდეხის რაიონი / ს.მაწიმი
ტელეფონი: 995-
თვისებები
კვადრატულობა(მ²)110ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი მაწიმი
ქვეყანასაქართველოქალაქილაგოდეხი
საკადასტრო კოდი54.02.51.242Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი5ტელეფონის ნომერი577255440
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი გივი სახვაძე ტელ:577 255 440

პირობა

სსიპ   ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო  სკოლა  აცხადებს აუქციონს    სოფელ მაწიმში    მდებარე  სსიპ მუნიციპალიტეტის  სოფელ  მაწიმის     საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული 

საქვაბისა და საწყობის შენობების  დემონტაჟის თაობაზე. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგებისსაკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან  1.5 თვის  განმავლობაშიმათ  შორის მოსამზადებელი სამუშოების ხანგრძლივობაა  4 (ოთხი)დღე  . 

1.აუქციონში გამარჯვებულმა  სკოლის ბალანსზე რიცხული  საქვაბისა და საწყობის შენობების  დემონტაჟის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს

მიერ შედგენილი ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის საქვაბის და საწყობის შენობის  სადემონტაჟო პროექტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 სექტემბრის  N000955 ნებართვით. 


2.აუქციონში გამარჯვებული პირი, ასევე ვალდებულია სსიპ –  ლაგოდეხის   მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო  კოლასთან  გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზესანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგებისდა გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან  გატანის პირობით.


3. 
გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტ.

4. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.

5. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან  5(ხუთი)  სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიაასეთ შემთხვევაშისაქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებითგათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას

6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლადგამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟო სამუშოების  მიღება-ჩაბარების  აქტირაც  წარმოადგენს  ,,მყიდველის ''  მიერ  ხელშკრულებით  ნაკისრი  ვალდებულებების  შესრულების  დადასტურებას.

7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.                                           

11. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მიმაგრებულ ფაილებში, იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და დემონტაჟთა დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

აღწერილობა

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სოფელ მაწიმში მდებარე სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული საქვაბისა და საწყობის შენობების  დემონტაჟზე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის ეზოში არსებული საქვაბის შენობა არის ერთსართულიანი, მართკუთხედის ფორმის , ზომებით ღერძებში 6x10მ. საძირკველი -მონოლითური რკ/ბეტონი. მზიდი კედლები- მსხვილი საკადლე ბლოკებით. დახურვა-ანაკრები რკ/ბეტონის ღრუტანიანი ფილებით.სახურავი- ბრტყელი,რულონური.

საქვაბის  შენობის კედლები ცვეთაგანცდილია. დახურვის ანაკრების ფილების არმატურა გაშიშვლებული დაკოროზირებულია. საქვაბის შენობა ექვემდებარება დემონტაჟს. 

საწყობის შენობიდან , ზომებით გეგმაში 10x50მ, ამჟამად დარჩენილია მხოლოდ რიყისა და ფლეთილი ქვის წყობით ნაშენი კედლების ფრაგმენტები . საწყობი შენობა ექვემბდებარება დემონტაჟს.


;