ამობეჭდვის თარიღი: 19.03.2024 15:56:55
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. გელათის ტერიტორია, მიწისქვეშა მტკნარი წყალი (სამეწარმეო დანიშნულებით, კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა – 8 000 მ3/წელიწადში).
განაცხადის #:274OTH1118
აუქციონის #: 274
ლოტის #: 11
დაწყება/დასრულება: 15/10/2018 12:00 - 15/10/2018 18:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 329GEL
მიმდინარე ფასი : 257 GEL
საწყისი ფასი: 257 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 25.7 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. გელათის ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ტელეფონის ნომერი2439557
;
აღწერილობა
აღწერილობა

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: 

) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში(არ დადებს მინიმუმ ერთ ბიჯს); ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარულ დღის ვადაში.

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საინდიფიკაციო კოდი).

დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვმართეთ:   (+995) 32 2601 601   ან (+995) 32  243 95 57
მოკლე აღწერილობა
პირობა

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის ლიცენზიის ვადა 24 წელი.

) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის  მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი  წყლის  მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
ე)  ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა  რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე ხორციელდება – ლიცენზიის გამცემი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ყველა სხვა  შემთხვევაში კი – ლიცენზიის მფლობელის მიერ;
ვ) ლიცენზიანტი, რომელსაც არ ეხება რეგულირების საფასურის გადახდა, ვალდებულია, ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. დოკუმენტაცია მოიცავს ფოტომასალას ჭაბურღილის, ჭის ან/და წყაროს X და Y კოორდინატების მითითებით, ფოტოზე ასევე დატანილი უნდა იყოს მოქმედების განხორციელების თარიღი;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება.
თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).
ი) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით  და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
;