ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 18:44:08
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმული გორაძირის ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი
განაცხადის #:29872BXV54644518
აუქციონის #: 29872
ლოტის #: 546445
დაწყება/დასრულება: 03/09/2018 14:30 - 12/09/2018 15:30
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 20GEL
დასრულების დრო: 12.09.2018 15:30:00
გაყიდვის ფასი : 5.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის # 2 საჯარო სკოლა
მისამართი: საჩხერის რაიონში / სოფ. კორბოული
ტელეფონი: 971-599939704
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი კორბოულიქვეყანასაქართველო
ქალაქისაჩხერეშენობის ფართობი(მ²)19.89
საკადასტრო კოდი35.12.57.022Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი25ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი599168437
;
აღწერილობა
აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია: გელა მაჭარაშვილი 577 94 72 00

მოკლე აღწერილობა

სკოლის ძველი შენობა არის ერთსართულიანი, მზიდი კედლები ზომით 5.5X4.3მ, რომელიც აშენებულია დამწვარი ნახშირის ნარჩენისაგან დამზადებული მცირე ზომის ბლოკის წყობით. სახურავის კოჭებზე მოწყობილი ფიცრის ფენილი-გადახურულია თუნუქით.ჭერად გამოყენებულია ხის კოჭებზე მოწყობილი ფიცარი, კარ-ფანჯრები ხისაა. შენობის მდგრადობა არასაიმედოა და ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს დემონტაჟს.

პირობა 

სსიპ საჩხერის  მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო  სკოლა  აცხადებს აუქციონს    სოფელ  კორბოულში მდებარე  19.89 (²) სსიპ   საჩხერის  მუნიციპალიტეტის  სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლასთან შერწყმული გორაძირის ძველი სკოლის შენობის სადემონტაჟო სამუშაოებზე. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანისა პირობით, სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან  1.5  თვის ვადაში. მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობა - 6 დღე.

1.აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი სსიპ  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  კორბოულის N 2 საჯარო სკოლის ძველი სპორტული დარბაზის შენობის  დემონტაჟი - სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მოთხოვნათა დაცვით  და  საჩხერის  მუნიციპალიტეტის მერიის  2018 წლის 5 ივლისის # 53/5670 წერილის  შესაბამისად.

2. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3.აუქციონში გამარჯვებული პირი ასევე ვალდებულია სსიპ საჩხერის  მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო  სკოლასთან  გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება   დემონტაჟის თაობაზე, სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო 
მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების  ტერიტორიიდან   გატანის პირობით.

4. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს  ინფორმაცია მინიმუმ ბოლო სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ, დამოწმებული ხელმოწერით ასევე საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი  დოკუმენტი და ერთი წლის განმავლობაში  30 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები.


6. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო დაგამოუხმობადი  საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.


7.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამარჯვებული  ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში,  რომელიც შემდგომ დასადასტურებლად გადაეცემა  სსიპ  საგანმანათლებლო  და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის  განვითარების სააგენტოს.
 სსიპ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" თანხმობის  „გამყიდველისთვის   წარდგენიდან  3  სამუშაო  დღის ვადაში, წარმოდგენილი  დოკუმენტაციის შესაბამისად,გაფორმდება სადემონტაჟო  სამუშაოების  მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს  ,,მყიდველის''  მიერ  ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებების შესრულების  დადასტურებას.


,,აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ განმაკგველ ორგანიზაციას"

;