ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 20:25:25
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლა
განაცხადის #:111028PXF54402518
აუქციონის #: 111028
ლოტის #: 544025
დაწყება/დასრულება: 24/08/2018 10:29 - 29/08/2018 12:30
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 172 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 30GEL
დასრულების დრო: 29.08.2018 13:14:00
გაყიდვის ფასი : 172.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლა
მისამართი: ლანჩხუთის რაიონი / სოფ.ლესა
ტელეფონი: 995-
თვისებები
კვადრატულობა(მ²)122.1ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ლესა
ქვეყანასაქართველოქალაქილანჩხუთი
შენობის ფართობი(მ²)122.1საკადასტრო კოდი27.10.44.022
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი3
ტელეფონის ნომერი577973808
;
აღწერილობა
აღწერილობასაკონტაქტო პირი: ნანა თავდიშვილი, ტელეფონი 577973808
მოკლე აღწერილობადამხმარე   შენობა აშენებულია 1960 წელს. ერთსართულიანი, გეგმაში მართკუთხედის ფორმის, ზომებით - 11×14მ. მზიდი კედლები-წითელი   აგურის .  შენობის  ნაწილზე  შემორჩენილი   სახურავი   ხისაა.   სახურავი  დაფარულია   შავი   ლითონის   ფურცლებით.   სახურავის   მზიდი   კონსტრუქცია   ხისაა(  კოჭები   და   დგარები).
პირობა

Iეტაპი -  სახურავის დემონტაჟი(ფენილი)

IIეტაპი -სახურავის  ანაკრები   ხის   კონსტრუქციების   დემონტაჟი        III ეტაპი- აგურის  კედლების  დემონტაჟი

IVეტაპი- საძირკვლების დემონტაჟი

    სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“ , „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“, ელემენტური დაშლისა და გამსხვილებული ბლოკებით დაშლის მეთოდებით, დემონტაჟის ტექნოლოგიის შესაბამისად.

     მზიდი კონსტრუქციების დემონტაჟი სწარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა)  სახურავის   ანაკრები    ხის   კონსტრუქციების   დემონტაჟი

ბ)  აგურის   მზიდი კედლების  დემონტაჟი.

გ)  საძირკვლების დემონტაჟი

 

 

 

                                               

                    

 

 

                                                                      8

I.                  სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების მეთოდები

 

დამხმარე   შენობის  სადემონტაჟო  სამუშოთა  წარმოებისას მკაცრად უნდა  იქნას  დაცული   სადემონტაჟო  სამუშაოთა    წარმოების  ტექნოლოგიური  თანამიმდევრობა.

    სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა გამოირთოს გარე ქსელებიდან  შიგა  ელ. ქსელი,წყალმომარაგების ქსელი(არსებობის შემთხვევაში)

    ანაკრები   ხის   კონსტრუქციების ( კოჭები და   დგარები )  დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს მათი ტექნიკური მდგომარეობა, განლაგება  და  მაქსიმალური  წონა.

მხოლოდ ამის შემდეგ არის ნებადართული დემონტაჟის დაწყება.                                                                

     სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“ ანუ „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“. აგურის   მზიდი  კედლების დემონტაჟის დაწყება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  სახურავის ყველა ანაკრები   ხის კონსტრუქცია  დემონტირებულია.  პირველ   რიგში   დემონტირებულ   უნდა  იქნას  ავარიული   კონსტრუქციები.

    ყველა კონსტრუქცია დემონტაჟის დაწყებამდე უნდა გაშიშვლდეს.

      სადემონტაჟო სამუშაოები ელემენტების შესაბამისად სწარმოებს შემდეგნაირად:

    კარებების,ფანჯრების,სახურავის დემონტაჟი ხორციელდება ხელით,ელემენტური დაშლით.

   აგურის  მზიდი კედლების დემონტაჟი ხორციელდება ორი მეთოდით:

1)ელემენტური დაშლის გზით-მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი  აგურის    კედლების დემონტაჟი

2)მონგრევის გზით- უვარგისი აგურის  კედლების დემონტაჟი (პნევმატური   სანგრევი  ჩაქუჩებით).

 

                                                       9     

 სახურავის  ანაკრები  ხის   კონსტრუქციების   დემონტაჟი   და ტრანსპორტირება  მიწამდე ხორციელდება     საავტომობილო ამწით, ტვირთამწეობით  16ტნ.  

  საძირკვლების   მონგრევა   ხორციელდება   ხელით,  პნევმატური   სანგრევი  ჩაქუჩების    გამოყენებით.

    სამშენებლო ნაგვის აღება ხორციელდება  ექსკავატორით ჩამჩის ტევადობით 0. 5 მ3.    ნაგვის  გატანა  ხორციელდება ავტოთვითმცლელებით.

    ობიექტის მეპატრონის გადაწყვეტილების შემთხვევაში მეორადი გამოყენებისთვის  ვარგისი მასალები   და  კონსტრუქციები

დასაწყობდება  დროებით  სასაწყობო  მოედანზე.

   შენობის სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას საავტომობილო ამწე მოძრაობს  შენობის გარე  კონტურის გასწვრივ, კონტურთან მიბმით 4,0 მ-ზე.(იხ. „სადემონტაჟო გენგეგმა“).

   საავტომობილო ამწე მუშაობს როგორც ისრულ, ასევე ისრულ-ბატიყელიან შესრულებაში.

   სამშენებლო ნაგვის ტრანსპორტირება „ზემოდან-ქვემოთ“  ხორციელდება დახურული ღარების მეშვეობით.

   სამუშაოთა წარმოებისას დაცული უნდა იქნას სნდაწ - III-4-80*-ის მოთხოვნები.

;