|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის შენობის (დამხმარე შენობიანად) დემონტაჟი
განაცხადის #:103719OUY54304418 აუქციონის #: 103719 ლოტის #: 543044 დაწყება/დასრულება: 02/08/2018 10:00 - 07/08/2018 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 501 ბიჯი საგარანტიო თანხა: 250GEL
დასრულების დრო: 07.08.2018 12:20:00
გაყიდვის ფასი : 2505.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლა მისამართი: ქარელის რაიონი / ქვემოხვედურეთი ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ხვედურეთი | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ქარელი | საკადასტრო კოდი | 68.17.42.408 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 5 | ტელეფონის ნომერი | 577318141 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის შენობა (02) აშენებულია 2000 წელს. შენობა არის ერთსართულიანი, მართკუთხედის ფორმის, ზომებით გეგმაში 9,0 X 18,0 მ. შენობის კედლები არის რ/ ბეტონის ანაკრები პანელებისგან. დახურვა შესრულებულია ანაკრები რკ/ ბეტონის კონსტრუქციებით-გამოყენებულია 9 მ სიგრძის ორქანობიანი რკ/ბ კოჭები, რომლებზეც დამონტაჟებულია გადახურვის წიბოვანი ფილები. სვეტები-ანაკრები რკ/ბეტონის. საძირკვლები- მონოლითური რკ/ ბეტონის. სახურავი- ქანობიანი, თუნუქის ბურულით. სპორტულ დარბაზს მიშენებული აქვს ერთსართულიანი დამხმარე შენობა (03). მნიშვნელოვანი დაზიანებებია აღნიშნული შემომზღუდავ პანელებში: პანელები მორყეულია, გახსნილია მათ შორის ნაკერები, ჩამოყრილია ბათქაში, დაზიანებულია კოლონებთან ჩამაგრების კვანძები, კოროზირებულია არმატურა, გაჩენილია ბზარები. დაზიანებები აღინიშნება ასევე გადახურვის რკ/ბეტონის კონსტრუქციებში. დაზიანებები ასევე აღინიშნება დამხმარე შენობაში. დაზიანებების გამო სპორტული დარბაზის და დამხმარე შენობის ექსპლუატაცია შეჩერებულია. სპორტული დარბაზის შენობა დამხმარე შენობასთანერთად ექვემდებარება დემონტაჟს. |
მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო ინფორმაცია: სკოლის დირექტორი: თამარ გოგალაძე ტელ: 577 31 81 41 |
პირობა | სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლის სპორტული დარბაზის შენობის (დამხმარე შენობიანად) დემონტაჟზე. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2018 წლის 05 ივნისის N446-ს ბრძანებითა და 2018 წლის 05 ივნისის N10 სანებართვო მოწმობით. 1. აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ,,სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის სპრტული დარბაზის შენობის (დამხმარე შენობა) დემონტაჟზე" შედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად; 2.აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) გადაცემის სანაცვლოდ, ასევე, გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით; 3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები; 5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკოგარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას; 6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოოანგარიში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟოსამუშოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ,,მყიდველის '' მიერ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას. 7. მიმაგრებულ ფაილებში , იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას დასარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება; ასევე, იხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო პროექტი; გეგმა-გრაფიკი; სადემონტაჟო გეგნ-გეგმა, სკოლის საკადასტრო ნახაზი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 8. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავადელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 9. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 11. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 12. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |