ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 20:56:43
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა
განაცხადის #:30967CDF54069718
აუქციონის #: 30967
ლოტის #: 540697
დაწყება/დასრულება: 24/07/2018 10:00 - 31/07/2018 11:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1460 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000GEL
დასრულების დრო: 31.07.2018 12:06:00
გაყიდვის ფასი : 21500.0000 GEL
საწყისი ფასი: 6900 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა
მისამართი: ზესტაფონის რაიონში / ზედა საქარა
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ზედა საქარაქვეყანასაქართველო
შენობის ფართობი(მ²)1080საკადასტრო კოდი32.09.43.013
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი10
ტელეფონის ნომერი577747780
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენობა-ნაგებობა, რომელიც ექვემდებარება დემონტაჟს, არის ორსართულიანი, ზომებით გეგმაში 30,0x18,0 მ. მზიდი კედლები-ბეტონის წვრილი ბლოკის. საძირკველი-ბეტონის. გადახურვები-ანაკრები რკ/ბეტონის ღრუტანიანი ფილებით. სახურავი-ორქანობიანი, ხის. შენობა დახურულია აზბესტცემენტის შიფერით. სარტყელი-მონოლითური რკ/ბეტონის.

შენობის კედლები არის დეფორმირებული და დაბზარული. დიდი გახსნილობის ბზარებია გაჩენილი ტორსულ და გრძივ კედლებში. შენობის ღრუტანიან ფილებში შეიმშნევა როგორც კედლებიდან, ასევე ურთიერთშორის წანაცვლება. გადახურვების დავდაპირველი სიბრტყე დეპანირებულია. შენობის სივრცითი დეფორმაცია გამოწვეულია საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციით. საძირკვლების ჯდენის მიზეზი არის ფუძე-გრუნტის დაბალი მზიდუნარიანობა. აქედან გამომდინარე, შენობა ექვემდებარება დემონტაჟს.

შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 ივლისის N43745 ბრძანებით.

სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცამა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.

მოკლე აღწერილობა

დამატებითი ინფორმაცთვის დაგვიკავშირდით 

საკონტაქტო პირი: ფატმან გურეშიძე 

ტელ: 577747780

პირობა

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს სკოლის შენობა-ნაგებობის სადემონტაჟი სამუშაოებზე, კერძოს სკოლის სასწავლო შენობა (01),  შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით, დარჩენილ სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3  თვის ვადაში, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა 0,5 თვე.

1.გამარჯვებულმა სკოლის შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი“ სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით;

2.დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით;

3. აუქციონში გამარჯვებული პირი, ასევე, ვალდებულია სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორადი სამშენებლო მასალების(მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით;

4.გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

5.გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, ასევე უნდა ჰქონდეს შესრულებული 200 000 ლარის, ან მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.

6.გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მოყვანა;

7.აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს  საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას;

8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას;

9.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

10.თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

11.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

12.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარატია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა;

13.აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებას, გთხოვთ მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ: „სახელმწიფო ქონების განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და დემონტაჟთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

;