|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის კვ/მ სპრტული დარბაზი დემონტაჟი
განაცხადის #:46594EDG52817018 აუქციონის #: 46594 ლოტის #: 528170 დაწყება/დასრულება: 08/06/2018 17:30 - 19/06/2018 16:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 33 ბიჯი საგარანტიო თანხა: 500.00GEL
დასრულების დრო: 19.06.2018 16:14:00
გაყიდვის ფასი : 1650.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ-ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა მისამართი: ქ.გორი / ქვეში ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გორის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვეში | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | გორი | შენობის ფართობი(მ²) | 282.11 | საკადასტრო კოდი | 66.52.12.003 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 30 | ტელეფონის ნომერი | 577-92-25-32 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის შენობა არის ერთსართულიანი, ზომებით გეგმაში 9,2 X 24,3 მ. სიმაღლე- 7,5 მ. შენობის მზიდი კედლები არის აგურის. დახურვა შესრულებულია ანაკრები რკ/ ბეტონის კონსტრუქციებით- გამოყენებულია ორქანობიანი რკ/ბ კოჭები, რომლებზედაც დამონტაჟებულია წიბოვანი ფილები. სვეტები- მონოლითური ყორებეტონის. კოჭები შენობის კედლებში ჩაყოლებულ სვეტებზეა დამონტაჟებული. წიბოვანი ფილები განაპირა მალებში ტორსულ კედლებზეა დაყრდნობილი. საძირკვლები- ბუტობეტონის. სახურავი-აზბესტცემენტის. სპორტული დარბაზის შენობის წიბოვანი ფილები დაბზარულია, არმატურა კოროზირებულია. კედლებში გაჩენილია მნიშვნელოვანი ვერტიკალური ბზარები. სვეტების მარკიანობა დაბალია. აგურის კედლები დასველებული და ეროზირებულია. ასევე ძლიერ ეროზირებულია ბუტობეტონის საძირკვლები. სკოლის სპორტული დარბაზის შენობა ერთსართულიანი გადასასვლელით დაკავშირებულია სკოლის სასწავლო სამსართულიან შენობასთან. გადასასვლელის შენობა არის ზომებით გეგმაში 6,42 X 9,12 მ. სიმაღლე-3,4 მ. შენობის მზიდი კედლები არის აგურის. დახურვა განხორციელებულია ანაკრები ღრუტანიანი ფილებით. შენობის კედლების და დახურვის ნაწილი დაზიანებულია . დაბალია ბეტონის სიმტკიცე. სპორტული დარბაზის და გადასასვლელის შენობები ექვემდებარება დემონტაჟს. |
მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო პირი, ლელა ბიბილური ტელეფონი: 577-92-25-32 |
პირობა | 1.სსიპ – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს, სკოლის სპორტული დარბაზის სადემონტაჟო საუშაოებზე, შენობა–ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებიდან 2 თვის ვადაში, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობა - 0.25 თვე. 2. გამარჯვებულმა დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი „სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის“ მოთხოვნათა დაცვით. 3. დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 4. აუქციონში გამარჯვებული პირი , ასევე, ვალდებულია სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 5. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ინფორმაცია საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების ან ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი. 6.გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები. 7.აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად უნდადაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ანწარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემულიუპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო დაგამოუხმობადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდააღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას. 8.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად,გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოებისშესრულების საბოლოო ანგარიში, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისშესრულების დადასტურებას. 10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 12. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. 13. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ ‘’სახელმწიფო ქონების განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და დემონტაჟთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |