|
![]() |
კატეგორია:
ხაზოვანი ნაგებობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:უმოქმედო მილსადენები (ყარადაღ-თბილისის I ხაზი ; წითელი-ხიდი-წალკა-ალასტანი)
განაცხადის #:31917CGN52301318 აუქციონის #: 31917 ლოტის #: 523013 დაწყება/დასრულება: 23/05/2018 15:00 - 12/06/2018 14:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 183536.2GEL
დასრულების დრო: 12.06.2018 14:00:00
გაყიდვის ფასი : 1235809.5500 GEL
საწყისი ფასი: 1223574.55 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 12235 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი, №21 ტელეფონი: 995-322244040(514) |
თვისებები
|
ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | კახეთის გზატკეცილი 21 | საკადასტრო კოდი | 81.00.697 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 15 | შეფასების თანხა | 1223574.55 | ზომის ერთეული | მეტრი | ტელეფონის ნომერი | 2244040 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 KMZ ფაილის გადმოსაწერად გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ოფიციალურ ვებსაიტს (www.gogc.ge) |
მოკლე აღწერილობა | |
პირობა | აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე და სარეალიზაციო ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რეკომენდირებულია დაუკავშირდეთ კორპორაციის ქონების მართვის სამსახურის უფროსს გიორგი გველესიანს ტელ: 2244040/584 მობ. 599608808 და კორპორაციის წარმომადგენელთან ერთად/გარეშე ადგილზე დაათვალიერდეს სარეალიზაციო ობიექტები ; 1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს უფლება აქვს: ა) აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე გამოითხოვოს სარეალიზაციო ობიექტებთან დაკავშირებული, კორპორაციის ხელთ არსებული ინფორმაცია; ბ) კორპორაციის წარმომადგენელთან ერთად/გარეშე ადგილზე დაათვალიეროს სარეალიზაციო ობიექტები; გ) საკუთარი ხარჯებით აზომოს მეტალის დეტექტორის ან სხვა რაიმე მსგავსი ხელსაწყოს საშუალებით და მოახდინოს წერტილოვანი გათხრები, მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან შესაბამისობაში დიამეტრისა და სიგრძის გადამოწმების მიზნით; 2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირსა და სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (www.eauction.ge-ის საიტზე განთავსებული პროექტის შესაბამისად) გაფორმდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში; 3. თუ აუქციონში გამარჯვებული, ფიზიკურ ან იურიდიული პირი დადგენილ ვადებში არასაპატიო მიზნით არ გააფორმებს ხელშეკრულებას სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა (უუქმდება) გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ გადახდილი ბე-ს თანხა სრულად დარჩება კორპორაციას; 4. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გადახდილი ქონების ღირებულება და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ მხარეთა შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი; 5. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აზომოს მეტალის დეტექტორის ან სხვა რაიმე მსგავსი ხელსაწყოს საშუალებით და მოახდინოს წერტილოვანი გათხრები, მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან შესაბამისობაში, დიამეტრისა და სიგრძის დაზუსტების მიზნით; 6. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ქონებაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს: არარეგისტრირებული მილსადენის შემთხვევაში (ყარადაღ თბილისის I ხაზი) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო რეგისტრირებული მილსადენის შემთხვევაში (წითელი ხიდი წალკა ალასტანი ს.კ. 81.00.697) მიღება-ჩაბარების აქტისა და საჯარო რეესტრში ქონების მის სახელზე რეგისტრაციის შემდეგ; 7. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მიიღებს გადაწყვეტილებას შეძენილი ქონების დემონტაჟის თაობაზე: ა) დემონტაჟის უფლება მას მიენიჭება მხოლოდ მე-5 პუნქტში გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდგომ; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დემონტაჟი განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის: მოიპოვოს დემონტაჟის ნებართვა და დემონტაჟის განსახორციელებლად საჭირო ყველა უფლება, დემონტაჟის შემდგომ აღადგინოს მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა პირვანდელ მდგომარეობაში, შეასრულოს დემონტაჟის ნებართვით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება/ვალდებულება და. ა. შ.). აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ასევე მიიღოს შესაბამისი ზომები ,,ქონების“ მიმდებარედ არსებული ან/და მშენებარე ინფრასტრუქტურისა და ქონებრივი ობიექტების (მათ შორის მილსადენების, სხვა სახის ხაზობრივი ნაგებობების, ინფრასტრუქტურის დ.ა.შ.) არსებობის დასადგენად და სადემონტაჟო სამუშაოები განახორციელოს ხსენებული ინფრასტრუქტურისა და ქონებრივი ობიექტების მესაკუთრის ან ოპერატორის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის შესაბამისად. თუკი აუქციონში გამარჯვებული დემონტაჟს განახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სააუქციონო განაცხადით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად ნებისმიერი პირისათვის მიყენებულ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება აუქციონში გამარჯვებულს. გ) იმ შემთხვევაში თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული სხვა რაიმე გარე ფაქტორების (მიწაზე ნებართვის ვერ მოპოვება, გრუნტების სირთულე ან სხვა ობიექტების არსებობა (რკინიგზა, საავტომობილო გზა, არხი და. ა. შ)) გამო ვერ განახორციელებს არსებული მილსადენის სრულად დემონტაჟს, კორპორაციას არ დაეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა და აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი თანხა არ დაექვემდებარება კორპორაციის მიერ დაბრუნებას; 8. მითითებული დიამეტრები არის მშენებლობისას არსებული და შესაძლებელია ექსპლუატაციის პერიოდში გარკვეულ მონაკვეთები შეგვხვდეს კოროზირებული/გაცვეთილი. 9. აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები და აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებამოვალეობანი (რომელსაც არ მოიცავს სააუქციონო განაცხადი და ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი) დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სარეალიზაციო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში. მითითებული მისამართი წარმოადგენს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" იურიდიულ მისამართს. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |