ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 06:13:21
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა
განაცხადის #:52896EZN51788218
აუქციონის #: 52896
ლოტის #: 517882
დაწყება/დასრულება: 01/05/2018 16:00 - 06/05/2018 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 44 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2000GEL
დასრულების დრო: 06.05.2018 16:18:00
გაყიდვის ფასი : 22120.0000 GEL
საწყისი ფასი: 120.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა
მისამართი: თერჯოლის რაიონი / სოფ.სიქთარვა
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი სიქთარვაქვეყანასაქართველო
ქალაქითერჯოლაRs რუკის მხარდაჭერა+
შეფასების თანხა120ტელეფონის ნომერი577973308
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო  სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა შენობა-ნაგებობები: სკოლის   სასწავლო    შენობის    (01)   ძირითადი   ნაწილი     ორსართულიანია,   ნაწილი- ერთსართულიანი.   ორსართულიანი   შენობის   პირველი   სართულის   კედლები    არის   ბუნებრივი   ქვის   და   სილიკატური    აგურის.  მეორე   სართულის   კედლები   არის   სილიკატური   აგურის   და   წვრილი   სამშენებლო   ბლოკის.  სართულშუა   გადახურვა- ხის.  სახურავი- გოფრირებული   თუნუქის.

შენობის   პარაპეტიდან   ჩამოყრილია   აგურის     ერთი   შრე.  გარე   კედლებზე   შეიმჩნევა   კვეთის   შემცირება. ჩამოშლილია   წვრილი   ბლოკი,  რის   გამოც   აგურის   წყობას   დაკარგული   აქვს   სწორხაზოვნება.   ორივე    სართულის   რ/ბ   სარტყელს   დაკარგული   აქვს   უწყვეტობა.  რიგ   ადგილებში   კოროზირებულია   არმატურა.   სარტყელის   სიმაღლე   რიგ   ადგილებში   არ   აკმაყოფილებს   მოქმედ   სეისმურ   ნორმებს.   შენობის   იატაკი   ვიბრირებს.   პირველი   სართულის   გარე   კედლებზე   შეინიშნება   სინესტე.   დაუშვებელია   ასევე   სილიკატური   აგურის   კედლებში   გამოყენება.  სასწავლო   შენობა   ექვემდებარება    დემონტაჟს. დემონტაჟს   ექვემდებარება    ასევე   სკოლის   დამხმარე   შენობა-ნაგებობები (02; 03)

თერჯოლის    მუნიციპალიტეტის    სოფელ  სიქთარვის    საჯარო   სკოლის     შენობა- ნაგებობების    დემონტაჟის    ხანგრძლივობა     განსაზღვრულია სნდაწ 1.04.03-85 – „მშენებლობის ხანგრძლივობის ნორმები“-ს   და   დამხმარე „სარეკონსტრუქციო   და  სადემონტაჟო  სამუშაოთა   ხანგრძლივობის განსაზღვრისთვის“-ს    საფუძველზე   და   შეადგენს   სამუშაოების   დაწყებიდან      2  თვეს,    მათ  შორის   მოსამზადებელი   პერიოდის ხანგრძლივობა-0,25 თვე.

მოკლე აღწერილობა

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის   აუქციონს სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე. 

პირობა

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე, კერძოდ  სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის შენობა (01) და დამხმარე შენობა-ნაგებობები (02, 03)..  

სადემონტაჟო სამუშაოების  შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს  საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული  მეორადი სამშენებლო მასალები.

შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 15 მარტის N45/1655 2018 წლის 18 აპრილის N45/2538  თანხმობის წერილები.

1. აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლის შენობა ნაგებობების დემონტაჟისშედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად

2.აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ –  თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზედემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგებისგადაცემის სანაცვლოდასევე, გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით;

3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები;

5. აუქციონში გამარჯვებულმა  საპრივატიზებო თანხა  სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან  5(ხუთი)  სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიაასეთ შემთხვევაშისაქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკოგარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას;

6.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია  სამუშაოების დასრულებიდან  გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიშიწარმოდგენილი  დოკუმენტაციის  შესაბამისად გაფორმდება სადემონტაჟოსამუშოების  მიღება-ჩაბარების  აქტირაც  წარმოადგენს  ,,მყიდველის ''  მიერ  ხელშკრულებით  ნაკისრი  ვალდებულებების  შესრულების  დადასტურებას;

7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირებამაგრამ ამის მიუხედავადელექტრონული აუქციონი შედგაწარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს

8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზითრომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაშიელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში

9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტშითუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა;

11.     მიმაგრებულ ფაილებში , იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას დასარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება;  ასევეიხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო  პროექტი;  გეგმა-გრაფიკისადემონტაჟო გეგნ-გეგმა, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.

;