ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 14:36:39
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის საპირფარეშოს დემონტაჟი
განაცხადის #:83166KLN51759018
აუქციონის #: 83166
ლოტის #: 517590
დაწყება/დასრულება: 02/05/2018 13:00 - 31/05/2018 16:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 50GEL
მიმდინარე ფასი : 0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა
მისამართი: გურჯაანის რაიონი / გურჯაანის რ-ნი სოფ. კარდენახი
ტელეფონი: 995-
თვისებები
კვადრატულობა(მ²)27.90ქუჩა(დასახელება/ნომერი)გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდენახი
ქვეყანასაქართველოსაკადასტრო კოდი51.15.76.260
Rs რუკის მხარდაჭერა-ტელეფონის ნომერი577 98 47 20
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლის ეზოში  არსებული საპირფარეშოს შენობის დემონტაჟზე.

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის ეზოში არსებული საპირფარეშო არის ერთსართულიანი, გეგმაში მართკუთხედის ფორმის, განაშენიანების ფართობით 27.90 კვ.მ.

შენობის საძირკვლები- ყორებეტონის. მზიდი კედლები- წითელი აგურის. დახურვა და სახურავი-ხის. ბურული-აბსზტეცემენტის შიფერის.

შენობის მზიდი კედლები დაბზარულია. სახურავის ბურული ხშირ ადგილებში ჩანგრეულია. დაზიანებულია დახურვის ხის კონსტურქციები. მოხსნილია კარ-ფანჯრები და ფრამუგები. 

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის ეზოში არსებული საპირფარეშოს დემონტაჟის ხანგრძლივობა შეადგენს სამუშაოების დაწყებიდან  1 თვეს, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა- 3 დღეს.

მოკლე აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია:

მაია ღლიღვაშვილი

მობ: 577 98 47 20 

პირობა

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა აცხადებს დემონტაჟის აუქციონს სკოლის ეზოში არსებული საპირფარეშოს დემონტაჟზე.

სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. 

შენობის დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 06 დეკემბერს N2855 ბრძანებით და 2017 წლის 04 დეკემბერს N1993 ბრძანებით.

1. აუქციონში გამარჯვებულმა სკოლის შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს სსიპ საგანმანათლებლო და სამაცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „ სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის საპირფარეშოს შენობის დემონტაჟზე“ შედგენილი სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტის შესაბამისად.

2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (მარაგების) გადაცემის სანაცვლოდ, ასევე, გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით;

3. გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო ან სხვა სახის დავალიანების არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები;

5. აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხა სრულად  უნდა დაფაროს  ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების   საბოლოო ანგარიში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ,,მყიდველსა" და ,,გამყიდველს" შორის ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას;

7. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში;

9. ელექტორნული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო გარანტია და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუციონში მონაწილეობა;

11. მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცებისშესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება; ასევე იხილეთ შესასრულებელი სამუშაოების სადემონტაჟო პროექტი; გეგმა-გრაფიკი; სადემონტაჟო გენ-გეგმა, აუდიტის დასკვნა და გამგეობის  მიერ გაცემული ნებართვა სადემონტაჟო სამუშაოებზე.



;